2018 წლის 6 ნოემბერი
არგენტინა
2018 წელს არგენტინაში ჩატარებულ ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების დროს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ქადაგების ფართომასშტაბიანი კამპანია მოეწყო
2018 წლის 6—18 ოქტომბერს ჩვენმა ძმებმა ორგანიზება გაუწიეს სტენდებით ქადაგების სპეციალურ კამპანიას, რომელიც დაკავშირებული იყო 2018 წლის ზაფხულში ბუენოს-აირესში გამართულ ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებთან.
თამაშებში მონაწილეობას იღებდა 4 000-ზე მეტი სპორტსმენი 206 ქვეყნიდან. ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას იღებს ყველაზე მეტი სპორტსმენი 15-დან 18 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში სპორტის სხვადასხვა სახეობაში. ამგვარად, უამრავ საერთაშორისო სპორტსმენსა თუ სხვა სტუმარს მიეცა შესაძლებობა, მოესმინა ბიბლიური ცნობა 6 400 იეჰოვას მოწმისგან, რომლებიც ჩართულნი იყვნენ კამპანიაში. ძმებმა 390-ზე მეტი სტენდი განათავსეს დაახლოებით 100 ადგილას.
ვინაიდან სტუმართა უმეტესობა ახალგაზრდა იყო, ძმებმა ძირითადი აქცენტი გააკეთეს ორ პუბლიკაციაზე — წიგნზე „ახალგაზრდების შეკითხვები“ და ბროშურაზე „პასუხები ახალგაზრდების 10 კითხვაზე“. ლიტერატურა ბევრ ენაზე იყო განთავსებული სტენდებზე. ამ ენებში შედიოდა არაბული, გერმანული, ესპანური ინგლისური, კორეული, პორტუგალიური, რუსული, ფრანგული და ჩინური ენები; აგრეთვე არგენტინული ჟესტური ენა. კამპანიის დროს დღეში საშუალოდ 790 პუბლიკაცია ვრცელდებოდა.
და-ძმები სიხარულით უზიარებდნენ ბიბლიურ იმედს ყველას — ახალგაზრდას თუ ხანდაზმულს (ფსალმუნი 110:3).