15 ᲗᲔᲑᲔᲠᲕᲐᲚᲘ, 2023
არგენტინა
საჯარო მსახურება მულტიკულტურულ ფესტივალზე
2022 წლის 11—21 ნოემბერს ქალაქ როსარიოში (არგენტინა) გაიმართა იმიგრანტებისთვის მიძღვნილი 38-ე ყოველწლიური ეროვნული ფესტივალი. ამ ღონისძიებაზე, რომელსაც მილიონზე მეტი ადამიანი სტუმრობდა, წარმოდგენილი იყო არგენტინაში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნებისა და ეთნიკური ჯგუფის ტრადიციები და ჩვეულებები. არგენტინის ფილიალმა ორგანიზება გაუწია სპეციალურ კამპანიას, რომლის მიზანიც იყო, ვიზიტორები ჩვენს ვებგვერდს jw.org და ბიბლიაზე დაფუძნებულ პუბლიკაციებს გაცნობოდნენ. პუბლიკაციები ხელმისაწვდომი იყო არგენტინულ ჟესტურ, ჩინურ, ინგლისურ, გუარანი, ჰაიტის კრეოლ, პორტუგალიურ, კეჩუა (ბოლივია) და ესპანურ ენებზე. კამპანიაში 400-ზე მეტმა და-ძმამ მიიღო მონაწილეობა.
ფესტივალის ფარგლებში ჩვენს ძმებს უფლება მისცეს, რომ ლიტერატურის სტენდები ხალხისთვის თვალში საცემ ადგილას მოეთავსებინათ. ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა აღნიშნა: „თითოეული თქვენგანი მოწესრიგებულად გამოიყურებით და თქვენი ქცევა ძალზედ სამაგალითოა“. ერთმა ფსიქოლოგმა, რომელიც სტენდთან მივიდა, ჩვენს და-ძმებს ასეთი რამ უთხრა: „ხშირად ვეცნობი თქვენს ლიტერატურას, რადგან ძალიან მომწონს ისინი. სხვათაშორის ჩემს პაციენტებთანაც ვიყენებ მათ“.
2022 წლის 14 ნოემბერს როსარიოს მთავარ გაზეთში (La Capital) ჩვენს კამპანიასთან დაკავშირებით გამოქვეყნდა სტატია, სადაც სხვა ყველაფერთან ერთად ჩვენი ვებგვერდის ბმული იყო მითითებული და აღნიშნული იყო, რამდენ ენაზეა ის ხელმისაწვდომი.
გვახარებს იმის დანახვა, რომ მთელ მსოფლიოში ჩვენი და-ძმები ყველა შესაძლებლობას იყენებენ სასიხარულო ცნობის საგულდაგულოდ საქადაგებლად (საქმეები 20:24).