არჩეულ მასალაზე გადასვლა

2019 წლის 14 ოქტომბერი
არგენტინა

უახლესი ინფორმაცია არგენტინის ფილიალის მშენებლობის შესახებ

უახლესი ინფორმაცია არგენტინის ფილიალის მშენებლობის შესახებ

არგენტინის ფილიალის სამშენებლო ტერიტორია მზის ჩასვლისას

არგენტინის ფილიალის მშენებლობა დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო და დღეისათვის პროექტის ნახევარზე მეტია დასრულებული. ახალ ფილიალში შედის სამი შენობა — ადმინისტრაციული და ორი საცხოვრებელი შენობა, რომელთაც მთლიანობაში 8 524 კვადრატული მეტრი უკავია. გეგმის მიხედვით, პროექტი უნდა დასრულდეს 2020 წლის ივლისში.

ძალიან გვიხარია, რომ ასეთი სწრაფი ტემპით მიიწევს წინ არგენტინის ფილიალის მშენებლობა. ვლოცულობთ, რომ იეჰოვამ ბოლომდე აკურთხოს ეს მნიშვნელოვანი საქმე (კანონი 28:8).

 

2019 წლის აპრილი: ადმინისტრაციული შენობა. საყრდენი ბოძები საძირკვლიდან ბოლო სართულამდე იქნება აყვანილი, რაც ხელს შეუწყობს შენობის სიმყარეს.

2019 წლის ივნისი: მშენებელი დგას ხარაჩოზე და აყენებს ყალიბებს, რომელშიც ბეტონი უნდა ჩაისხას (საცხოვრებელ შენობა A).

2019 წლის ივლისი: მშენებლები წნავენ არმატურას და გაჰყავთ ელექტროსადენები ადმინისტრაციული შენობის მესამე სართულისთვის.

2019 წლის ივლისი: მშენებლები ასხამენ საცხოვრებელ შენობა A-ს მეორე სართულის იატაკს. ეს იქნება ხუთსართულიანი შენობა, რომელსაც აგრეთვე ექნება ტერასა.

2019 წლის ივლისი: აქ განთავსდება ავტოსადგომი, სადაც შესაძლებელი იქნება 72 ავტომობილის დაყენება მიწისქვეშ და 72 ავტომობილის დაყენება — მიწის ზემოთ.

2019 წლის აგვისტო: საცხოვრებელი შენობები A და B და ადმინისტრაციული შენობა პირდაპირ.