არჩეულ მასალაზე გადასვლა

ბეთელის ოჯახის წევრები ეგებებიან ჩამოსულ სტუმრებს.

22 ᲐᲞᲠᲘᲚᲘ, 2024
არგენტინა

ფილიალის ახალი შენობების მიძღვნა არგენტინაში

ფილიალის ახალი შენობების მიძღვნა არგენტინაში

ჯეფრი უინდერი წარმოთქვამს მიძღვნის მოხსენებას.

2024 წლის 6 აპრილს ბუენოს-აირესში (არგენტინა) ჩატარდა ფილიალის ახალი შენობების მიძღვნის პროგრამა. მიძღვნის მოხსენება წარმოთქვა ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, ჯეფრი უინდერმა. პროგრამას 500-მდე და-ძმა დაესწრო ახალი კომპლექსის სამ დარბაზში. გარდა ამისა, 5 844 და-ძმა იყო ჩართული ვიდეოკონფერენციით ახლომდებარე ქალაქის, ესეისას, საკონგრესო დარბაზიდან. მომდევნო დღეს სპეციალური შეხვედრა გაიმართა საკონგრესო დარბაზში, რომელიც პირდაპირი ტრანსლაციით გადაიცემოდა არგენტინისა და ურუგვაის ყველა კრებაში. მთლიანობაში, ეს პროგრამა 181 643-მა ადამიანმა მოისმინა.

სტუმრებს ექსკურსიები ჩაუტარდათ ახალი ფილიალის ტერიტორიაზე. და-ძმებმა მონაწილეობა მიიღეს სპეციალურ ღონისძიებებში და ისიამოვნეს ერთმანეთთან ურთიერთობით. სტუმრებს შორის იყო 25 ქვეყნიდან ჩამოსული 230 და-ძმა. სერხიო სპაკასასი, რომელიც ახლა ეკვადორში მსახურობს, არგენტინის ფილიალის მშენებლობაში მონაწილეობდა. მიძღვნის პროგრამაზე შეკრებილი სხვადასხვა ეროვნების და-ძმის შემყურემ, აღნიშნა: „იეჰოვა ასეთი ღონისძიებების წყალობით კიდევ უფრო გვაახლოებს ერთმანეთთან და თავს ერთ ოჯახად გვაგრძნობინებს“.

არგენტინის ფილიალის კომიტეტის წევრი, ხუან-კარლოს ნიგრო, აღნიშნავს: „ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვხედავდით, რომ იეჰოვა უჭერდა მხარს ამ სამშენებლო პროექტს. მისი დამსახურებაა, რომ ახლა ეს მშვენიერი კომპლექსი გვაქვს, რომელიც მის სახელს განადიდებს“.

და-ძმები უსმენენ მიძღვნის პროგრამას ბუენოს-აირესის ფილიალის კომპლექსში.

არგენტინაში მცხოვრებ და-ძმებთან ერთად, ამ ახალი ფილიალისთვის ჩვენც მადლობას ვუხდით იეჰოვას, რომელმაც „თავის დროზე ყველაფერი მშვენივრად შექმნა“ (ეკლესიასტე 3:11).