არჩეულ მასალაზე გადასვლა

2020 წლის 1 იანვარი
არგენტინა

ქრისტიანულ-ბერძნული წერილების „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გამოცემა არგენტინულ ჟესტურ ენაზე

ქრისტიანულ-ბერძნული წერილების „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გამოცემა არგენტინულ ჟესტურ ენაზე

ქრისტიანულ-ბერძნული წერილების „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გამოცემა არგენტინულ ჟესტურ ენაზე

2019 წლის 13 დეკემბერს ბუენოს-აირესში (არგენტინა) გამართულ საერთაშორისო კონგრესზე იეჰოვას მოწმეებმა გამოაცხადეს, რომ გამოიცა ქრისტიანულ-ბერძნული წერილების „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ არგენტინულ ჟესტურ ენაზე. მანამდე ქრისტიანულ-ბერძნული წერილები არასოდეს ყოფილა ნათარგმნი ამ ენაზე.

2014 წლის 3 დეკემბერს მთარგმნელობითმა ჯგუფმა დაიწყო ამ გრძელვადიან პროექტზე მუშაობა ბიბლიის წიგნ „მათედან“. ვინაიდან ჟესტურენოვანი პუბლიკაციები ვიდეოების სახით მზადდება, ბიბლიის თითოეული წიგნზე მუშაობის დასრულებისას, მაშინვე ხდებოდა მისი განთავსება JW ბიბლიოთეკის ჟესტურენოვან აპლიკაციაზე.

ზოგიერთი წყაროს თანახმად, არგენტინაში დაახლოებით 400 000 ადამიანი საუბრობს არგენტინულ ჟესტურ ენაზე. გარდა ამისა, 2 700-მდე მაუწყებელი ლაპარაკობს არგენტინულ ჟესტურზე, რომელთაგან 470 სმენადაქვეითებულია. და ლაურა ლოსადა, რომელსაც სმენის პრობლემა აქვს და რომელიც თავისუფლად საუბრობს არგენტინულ ჟესტურ ენაზე, თავის სიხარულს გვიზიარებს: „იეჰოვას ძალიან ვემადლიერები გულუხვობისთვის. ამ თარგმანის გამოსვლამდე მთელი მონდომებით ვცდილობდი ესპანური თარგმანის წაკითხვას, მაგრამ ვერ ვიგებდი. ახლა, ამ გასაგები ბიბლიის დახმარებით, ვგრძნობ, რომ იეჰოვასთან უფრო ახლოს ვარ“.

და-ძმები, რომლებიც არგენტინულ ჟესტურ ენაზე საუბრობენ, დიდად ემადლიერებიან იეჰოვას ამ ადვილად გასაგები თარგმანისთვის, რომელიც დაეხმარება მათ, შეინარჩუნონ სულიერი სიმტკიცე. დარწმუნებულები ვართ, რომ ამ ახლად დასრულებული თარგმანის გამოყენებით მაუწყებლები უფრო მეტ სმენადაქვეითებულ ადამიანს დაეხმარებიან, გახდნენ ღვთის მეგობრები (საქმეები 13:48).

აუდიტორია ტაშის დაკვრით, ანუ ხელების ქნევით, ხვდება განცხადებას ქრისტიანულ-ბერძნული წერილების „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გამოცემის შესახებ