არჩეულ მასალაზე გადასვლა

2016 წლის 15 ნოემბერი
ახალი ზელანდია

ძლიერი მიწისძვრა ახალ ზელანდიაში

ძლიერი მიწისძვრა ახალ ზელანდიაში

2016 წლის 14 ნოემბერს, ორშაბათს, შუაღამისას, ახალი ზელანდიის სამხრეთ კუნძულზე 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. თავდაპირველი მონაცემებით, სტიქიას ორი ადამიანი ემსხვერპლა. მიწისძვრას ასობით ბიძგი მოჰყვა, რომელთაგან ზოგის სიმძლავრე 6.0 მაგნიტუდა იყო, ზოგის კი უფრო მეტი. სტიქიის შედეგად დანგრეულია შენობები; შეწყვეტილია წყალმომარაგება, ელექტრომომარაგება და ტელეკომუნიკაცია; დაზიანებულია სარკინიგზო და საავტომობილო გზები, აგრეთვე საკანალიზაციო სისტემები.

ავსტრალიაში იეჰოვას მოწმეების ფილიალი და ახალ ზელანდიაში მცხოვრები იეჰოვას მოწმეები იტყობინებიან, რომ მიწისძვრის შედეგად არც ერთი იეჰოვას მოწმე არ დაღუპულა და არც სერიოზულად დაშავებულა. მოწმეებმა დაუყოვნებლივ ჩამოაყალიბეს სტიქიური უბედურებით დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი ქალაქ კრაისტჩერჩში, სტიქიის ეპიცენტრიდან სამხრეთ-დასავლეთით დაახლოებით 91 კილომეტრში. იეჰოვას მოწმეების არც ერთი სახლი თუ თაყვანისცემისთვის განკუთვნილი შენობა სერიოზულად არ დაზიანებულა. კომიტეტი ყველაფერს აკეთებს, რომ დაზარალებულებს მატერიალური და სულიერი დახმარება აღმოუჩინოს.

იეჰოვას მოწმეების ხელმძღვანელი საბჭო, რომელიც ნიუ-იორკში განთავსებულ მთავარ სამმართველოში მსახურობს, თვალყურს ადევნებს სტიქიის ზონაში შექმნილ ვითარებას და, თუ საჭირო გახდება, ის სტიქიური უბედურებით დაზარალებულთა დახმარების კომიტეტს უფლებას მისცემს, მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობისთვის გაღებული შესაწირავები დაზარალებულთა დასახმარებლად გამოიყენოს.

საკონტაქტო პირები:

საერთაშორისო: დეივიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. 1-718-560-5000

ავსტრალია და ახალი ზელანდია: როდნი სპინკსი, 61-2-9829-5600