არჩეულ მასალაზე გადასვლა

2016 წლის 9 დეკემბერი
ახალი კალედონია

წყალდიდობა და მეწყერი ახალ კალედონიაში

წყალდიდობა და მეწყერი ახალ კალედონიაში

21 ნოემბერს ახალი კალედონიის აღმოსავლეთ სანაპიროზე ძლიერი წვიმა დაიწყო და 12 საათის განმავლობაში გადაუღებლად წვიმდა. ნალექის რაოდენობამ 400 მმ შეადგინა. უხვ ნალექს წყალდიდობა და მეწყერი მოჰყვა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა, 6 დაშავდა, ხოლო სამი დღემდე დაკარგულად ითვლება.

სამწუხაროდ, დაღუპულთა შორის ორი იეჰოვას მოწმეა; მათი ორი შვილი კი დაკარგულია.

ახალ კალედონიაში იეჰოვას მოწმეების ფილიალის ორი წარმომადგენელი სტიქიის ზონაში მეორე დღესვე ჩავიდა თანამორწმუნეების სანუგეშებლად და მათ ჰუმანიტარული დახმარება ჩაუტანა; 40-ზე მეტი ადგილობრივი მოწმე დაზარალებულ თანამორწმუნეებს სახლების გაწმენდაში დაეხმარა.

იეჰოვას მოწმეების ხელმძღვანელი საბჭო მსოფლიო მთავარი სამმართველოდან (ნიუ-იორკი) კოორდინირებას უწევს სტიქიური უბედურებით დაზარალებულთა დახმარებას. იგი მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობისთვის გაღებულ შესაწირავებს იყენებს სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად.

საკონტაქტო პირები:

საერთაშორისო: დევიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1 718 560 5000

ახალი კალედონია: ჟან-პიერ ფრანსინი, ტელ. +687-43-75-00