არჩეულ მასალაზე გადასვლა

აღდგენილი დარბაზი, რომლის მიძღვნაც ახლახან მოხდა. ის 2019 წელს ქარიშხალმა, „დორიანმა“, დაანგრია.

2023 ᲬᲚᲘᲡ 26 ᲘᲐᲜᲕᲐᲠᲘ
ბაჰამის კუნძულები

აღდგენილი დარბაზის მიძღვნა ბაჰამის კუნძულებზე

აღდგენილი დარბაზის მიძღვნა ბაჰამის კუნძულებზე

ძმა მარკ სანდერსონი მიძღვნის მოხსენებას წარმოთქვამს.

2023 წლის 7 იანვარს ხელმძღვანელი საბჭოს წევრი, ძმა მარკ სანდერსონი, დიდი აბაკოს კუნძულს ეწვია (ბაჰამის კუნძულები), სადაც აღდგენილი დარბაზის მიძღვნა მოხდა. ეს დარბაზი 2019 წლის სექტემბერში დაინგრა, როცა კუნძულს ქარიშხალმა „დორიანმა“ გადაუარა. აღდგენითი სამუშაოების დასრულება 2020 წლის მარტისთვის იგეგმებოდა, თუმცა, სულ რაღაც, სამი კვირით ადრე კორონავირუსის გამო სამუშაოები შეჩერდა. მოხალისეებმა აღდგენითი სამუშაოები 2021 წელს განაგრძეს.

დარბაზის მიძღვნის მოხსენებაში ძმა მარკ სანდერსონმა აღნიშნა: „ქარიშხალმა ყველაფერი მიწასთან გაასწორა, მაგრამ ამას თქვენი რწმენა არ შეურყევია. თქვენ კვლავაც მტკიცე და ახლო ურთიერთობა გაქვთ იეჰოვასთან“.

ამ დარბაზში, რომელიც კუნძულზე ერთადერთი ქარიშხალგამძლე შენობაა, ორი კრება ტარდება — ინგლისურენოვანი და ჰაიტის კრეოლენოვანი. ამ კრებებში ჯამში 49 მაუწყებელი მსახურობს, თუმცა ადგილობრივად მიძღვნის პროგრამას 175-მა ადამიანმა მოუსმინა, ხოლო ონლაინ —167-მა. დასწრება ყველას შეეძლო, როგორც იეჰოვას მოწმეებს, ისე ადგილობრივებს.

ერთ-ერთი მოხალისე, ძმა ჯეიკ მაჟორი, რომელიც მშენებლობაში იღებდა მონაწილეობას, ამბობს: „მშენებლობა რომ გაჩერდა, გული ძალიან დაგვწყდა. სახლების შეკეთება თითქმის დასრულებული გვქონდა და ვგეგმავდით, რომ გახსენების საღამოსთვის დარბაზიც მზად ყოფილიყო“. ძმა ჯეიკი 2021 წელს კვლავ დაუბრუნდა პროექტს და დარბაზის აღდგენასა და სახლების შეკეთებაში მიიღო მონაწილეობა.

გახარებული და-ძმები დარბაზის მიძღვნისას.

ძმა მარკ სანდერსონმა თქვა: „ეს პროექტი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, როგორი ერთობა აქვს იეჰოვას ხალხს და რა ძალიან უყვართ ერთმანეთი. დღეს მართლაც, საოცარია იმის დანახვა, რამხელა სიხარულს განიცდიან და-ძმები“.

გვჯერა, ეს დარბაზი კვლავაც განადიდებს ჩვენს ღმერთს, იეჰოვას (ეზრა 3:10).