არჩეულ მასალაზე გადასვლა

ბელგიაში ოჯახი ონლაინ რეჟიმში ესწრება 2021 წლის ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს.

2021 წლის 16 აპრილი
ბელგია

2021 წლის გახსენების საღამო — ბელგიაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში გახსენების საღამოზე დამსწრეთა უმაღლესი რიცხვი დაფიქსირდა

2021 წლის გახსენების საღამო — ბელგიაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში გახსენების საღამოზე დამსწრეთა უმაღლესი რიცხვი დაფიქსირდა

2021 წელს გახსენების საღამოს — იეჰოვას მოწმეებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებას — 49 040 ადამიანი დაესწრო ბელგიაში. 1995 წლის შემდეგ ეს იყო დამსწრეთა უმაღლესი რიცხვი, რომელმაც თითქმის ორჯერ გადააჭარბა ბელგიაში მცხოვრებ იეჰოვას მოწმეთა რიცხვს.

ქრისტიანულ ღონისძიებაზე ამდენი ადამიანის დასწრება განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან ბელგიაში უფრო და უფრო იზრდება არარელიგიური ადამიანების რიცხვი. მაგალითად, 1970 წელს, ბელგიელთა 90 პროცენტზე მეტი თავს ქრისტიანად მიიჩნევდა, ხოლო 6 პროცენტზე ცოტა მეტს შეადგენდნენ არარელიგიური ადამიანები. მაგრამ ბოლოდროინდელი მონაცემებით, ბელგიაში ქრისტიანების რიცხვი 60 პროცენტზე ქვემოთ ჩამოვიდა. არარელიგიური ადამიანების რიცხვმა კი 40 პროცენტს გადააჭარბა.

ბოლო წლებში ბელგიის მასმედია იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ არაობიექტურ და ზოგჯერ ცრუ ინფორმაციას ავრცელებს. უარყოფითი ინფორმაციის მიუხედავად, ბევრი ბელგიელი ინტერესდება იეჰოვას მოწმეების შესახებ ზუსტი ინფორმაციის მიღებით. მრავალი მათგანი ხედავს, რამხელა სიყვარული არსებობს იეჰოვას მოწმეებს შორის და როგორ დადებითად მოქმედებს მათზე ბიბლიური პრინციპების თანახმად ცხოვრება (იოანე 13:35).

და წიგნით „დარჩი ღვთის სიყვარულში“ ატარებს ბიბლიის შესწავლას ახალმონათლულ დასთან, რომელიც დაესწრო 2021 წლის გახსენების საღამოს.

ბელგიის ფილიალის მონაცემებით, 2021 წლის თებერვალში 11 804 ადამიანი სწავლობდა ბიბლიას, რაც წინა სამსახურებრივ წელთან შედარებით თითქმის 1 000-ით მეტია. ბოლო ხუთი წელია, რაც საშუალოდ 450 ადამიანი ინათლება ყოველწლიურად.

ბელგიაში მოვლენების ასე დადებითად განვითარება მხოლოდ რამდენიმე მაგალითია იმისა, თუ როგორ სრულდება ჩვენ თვალწინ შემდეგი ბიბლიური წინასწარმეტყველება: „მცირე ათასად გადაიქცევა და პატარა — ძლიერ ხალხად“ (ესაია 60:22).