არჩეულ მასალაზე გადასვლა

2019 წლის 3 ივნისი
ბოლივია

მეწყერი ბოლივიაში, ქალაქ ლა-პასთან ახლოს

მეწყერი ბოლივიაში, ქალაქ ლა-პასთან ახლოს

2019 წლის 30 აპრილს ბოლივიაში, ქალაქ ლა-პასის მახლობლად, მეწყერმა გაანადგურა სან-ხორხე კანტუტანის ტერიტორიის დიდი ნაწილი. ევაკუირებულია ასობით ადამიანი.

სტიქიის შედეგად არცერთი ჩვენი თანაქრისტიანი არ დაღუპულა და არც დაშავებულა; თუმცა, როგორც ბოლივიის ფილიალი იტყობინება, ჩვენი ძმების ორი სახლი მეწყრის შედეგად მთლიანად განადგურდა. მათ გარდა სტიქიის ზონაში იეჰოვას მოწმეთა კიდევ 11 ოჯახი ცხოვრობს, რომელთა სახლებიც უმნიშვნელოდ ან საერთოდ არ დაზიანებულა.

ფილიალის ხელმძღვანელობით სტიქიური უბედურებებით დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი, სარაიონო ზედამხედველები და ადგილობრივი უხუცესები სულიერ და სხვა საჭირო დახმარებას უწევენ სტიქიის ზონაში მცხოვრებ და-ძმებს. ძმები ფხიზლობენ, რადგან წვიმიანი ამინდების დროს კიდევ არსებობს მეწყრის განმეორების საფრთხე.

გვიხარია, რომ ჩვენი და-ძმებიდან არავინ დაშავებულა და რომ ახლა მათ საჭირო დახმარება ეწევათ (გალატელები 6:10).