არჩეულ მასალაზე გადასვლა

დებს ხელში უჭირავთ ბროშურა „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“, უკანა ფონზე კი ჩანს „საგუშაგო კოშკის“ მთავარი გვერდი, რომლის სათაურიცაა „მენტალური ჯანმრთელობა — ბიბლიური რჩევები“.

19 ᲡᲔᲥᲢᲔᲛᲑᲔᲠᲘ, 2023
ბოლივია

წიგნების საერთაშორისო გამოფენა ბოლივიაში

წიგნების საერთაშორისო გამოფენა ბოლივიაში

2023 წლის 31 მაისიდან 11 ივნისამდე სანტა-კრუს-დე-ლა-სიერაში (ბოლივია) გაიმართა სანტა-კრუსის წიგნების საერთაშორისო გამოფენა, რომელსაც 120 000-ზე მეტი ადამიანი ეწვია. ძმებმა გადაწყვიტეს, განსაკუთრებული აქცენტი გაეკეთებინათ 2023 წლის „საგუშაგო კოშკზე“, რომლის სათაურიცაა „მენტალური ჯანმრთელობა — ბიბლიური რჩევები“.

ესპანურ ენაზე გამოცემული 2023 წლის №1 ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“

ამ სახის მსახურებაში დაახლოებით 200-მა და-ძმამ მიიღო მონაწილეობა, რომლებიც 20 000-ზე მეტ ადამიანს გამოესაუბრნენ. დამთვალიერებლებს შეეძლოთ შემეცნებითი ვიდეოების ნახვა და ჩვენს ვებგვერდზე სხვადასხვა საკითხის მოძიება. გავრცელდა თითქმის 5 500 პუბლიკაცია და ნაჩვენები იყო დაახლოებით 600 ვიდეო. გარდა ამისა, 45-მა ადამიანმა მოითხოვა ბიბლიის შესწავლა ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით.

ჩვენს და-ძმებს ერთი ქალბატონი გამოელაპარაკა და უთხრა, რომ დედამისს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. მან ისიც აღნიშნა, რომ თავადაც ებრძოდა დეპრესიას და შფოთს. ერთი და მას დაეხმარა, რომ ტელეფონში ჩამოეტვირთა ჟურნალი „მენტალური ჯანმრთელობა“ და ბროშურა „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“. ამ ქალბატონმა ვებგვერდის მეშვეობით მაშინვე მოითხოვა ბიბლიის შესწავლა.

რამდენიმე და-ძმა წიგნების საერთაშორისო გამოფენაზე

ერთმა ფსიქოლოგმა აღნიშნა: „ჩემს პაციენტებთან აუცილებლად გამოვიყენებ ამ ჟურნალში მოცემულ რჩევებს. ეს ინფორმაცია და აქ მითითებული ბიბლიური მუხლები, ვფიქრობ, დიდად წაადგება მათ“. ერთი ქალბატონი, რომელსაც დედა ახალი გარდაცვლილი ჰყავდა, ძალიან ანუგეშა ჩვენს ვებგვერდზე განთავსებულმა ერთმა სტატიამ „როცა მშობელი გიკვდება“.

დღეს არაერთი ადამიანი ებრძვის მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებს, ამიტომ ჩვენი ბოლივიელი და-ძმები დიდი სიხარულით უზიარებდნენ ხალხს ბიბლიურ პრაქტიკულ რჩევებს (ფსალმუნი 34:18).