არჩეულ მასალაზე გადასვლა

ქალაქ პეტროპოლისში ძლიერ წვიმებს მეწყერი მოჰყვა, რამაც დიდი ზიანი მიაყენა ქალაქს.

2022 წლის 23 თებერვალი
ბრაზილია

ბრაზილიაში გადაუღებელმა წვიმებმა და მეწყერმა დიდი ზიანი მიაყენა ქალაქ პეტროპოლისს

ბრაზილიაში გადაუღებელმა წვიმებმა და მეწყერმა დიდი ზიანი მიაყენა ქალაქ პეტროპოლისს

2022 წლის 15 თებერვალს რიო-დე-ჟანეიროს შტატის მთიან რეგიონში მდებარე ქალაქ პეტროპოლისში ძლიერ წვიმებს მეწყერი მოჰყვა, რამაც დიდი ზიანი მიაყენა ქალაქს. განადგურებულია სახლები და მაღაზიები. 24 საათის განმავლობაში მოსული ნალექის რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს, 26 სანტიმეტრს მიაღწია.

დაზარალებული და-ძმები

  • 1 ძმა სერიოზულად დაშავდა და ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, ჩამოწოლილ მეწყერს მისი 2 წლის ბიჭუნა ემსხვერპლა.

  • დაიღუპა 1 ძმა.

  • 86 მაუწყებელს საცხოვრებლის დატოვება მოუწია.

  • განადგურდა 2 სახლი.

  • სერიოზული ზიანი მიადგა 15 სახლს.

  • მსუბუქი ზიანი მიადგა 2 დარბაზს.

დაზარალებულთა დახმარება

  • ჩამოყალიბდა დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი.

  • სარაიონო ზედამხედველი ადგილობრივ უხუცესებთან ერთად საკვებს, წყალს და ტანსაცმელს აწვდის დაზარალებულ და-ძმებს. ისინი მათ სულიერ დახმარებასაც უწევენ.

  • და-ძმები, რომლებსაც სახლების დატოვება მოუწიათ, დროებით ნათესავებთან და თანამორწმუნეებთან რჩებიან.

  • დაზარალებულთა დახმარება მიმდინარეობს კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული უსაფრთხოების წესების დაცვით.

ვლოცულობთ დაზარალებულ და-ძმებზე და ეჭვი არ გვეპარება, რომ იეჰოვა ანუგეშებს და განამტკიცებს მათ, განსაკუთრებით, ვისი ახლობლებიც სტიქიამ იმსხვერპლა (2 თესალონიკელები 2:16, 17).