2019 წლის 12 თებერვალი
ბრაზილია
ბრაზილიაში კაშხლის ჩამონგრევას დიდი მსხვერპლი მოჰყვა
2019 წლის 25 იანვარს მინას-ჟერაისის შტატის ქალაქ ბრუმადინიუში კაშხალი ჩამოინგრა. ტალახოვანი ნაკადის ჩამოშლის შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, 150 ადამიანი; ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 182 ადამიანი.
ქალაქ ბრუმადინიუში ორი კრებაა, სადაც დაახლოებით 180 იეჰოვას მოწმეა. ბევრი მათგანი იმ რკინის მომპოვებელ კომპანიაში მუშაობდა, რომელსაც აღნიშნული კაშხალი ეკუთვნოდა. ათი ძმა კაშხალში იმყოფებოდა ჩამონგრევის დროს. მათგან ცხრას არაფერი დაშავებია, ერთი ძმა კი, რომელიც უხუცესად მსახურობს, სამწუხაროდ, ამ მომენტამდე დაკარგულად ითვლება. გარდა ამისა, მოწმეთა ხუთ ოჯახს მოუწია სახლების დატოვება. ერთ-ერთი ოჯახის სახლი მთლიანად განადგურდა.
ბრაზილიის ფილიალის კომიტეტის წევრმა და სარაიონო ზედამხედველებმა მოინახულეს უბედური შემთხვევის ადგილას მცხოვრები მაუწყებლები; გაამხნევეს ისინი და პრაქტიკული დახმარებაც აღმოუჩინეს. ლოცვაში ვთხოვთ ჩვენს ზეციერ მამას, რომ კვლავაც ანუგეშოს და გააძლიეროს და-ძმები, რომელთაც ეს ტრაგედია შეეხოთ (რომაელები 15:5).