არჩეულ მასალაზე გადასვლა

2019 წლის 18 ივლისი
ბრაზილია

ბრაზილია, სან-პაულუ — 2019 წლის საერთაშორისო კონგრესი „სიყვარული არასოდეს მთავრდება“

ბრაზილია, სან-პაულუ — 2019 წლის საერთაშორისო კონგრესი „სიყვარული არასოდეს მთავრდება“
  • თარიღი: 12—14 ივლისი, 2019

  • ადგილი: სან-პაულუს საგამოფენო დარბაზი

  • ენები, რომლებზეც პროგრამა ჩატარდა: ბრაზილიური ჟესტური, ესპანური, ინგლისური, იტალიური, პორტუგალიური, ფრანგული

  • დამსწრეთა უმაღლესი რიცხვი: 36 624

  • მონათლულთა რაოდენობა: 291

  • სხვა ქვეყნებიდან ჩასული დელეგატების რიცხვი: 7 000

  • მიწვეული ფილიალები: ანგოლა, არგენტინა, ბელგია, ვენესუელა, მოზამბიკი, იტალია, პორტუგალია, საფრანგეთი, სკანდინავია, სურინამი, ტრინიდადი და ტობაგო, შეერთებული შტატები, ჩეხოსლოვაკია

  • ადგილობრივი შემთხვევა: სან-პაულუს ზოოპარკის დირექტორი, ქალბატონი მარია ლუიზა გონსალვესი, რომელიც ძალიან გულთბილად შეხვდა კონგრესზე ჩასულ დელეგატებს, ასეთ რამეს აღნიშნავს: „ჩვენს ზოოპარკში ბევრი ღონისძიება და საღამო ჩატარებულა. ამ ადგილს მთელი წლის განმავლობაში სტუმრობენ ტურისტები; თუმცა ასეთი მრავალრიცხოვანი, თბილი და ორგანიზებული ჯგუფი აქამდე არასოდეს მინახავს. თქვენ ნამდვილად დიდი სიყვარული შეგიძლიათ! საკუთარი თვალით ვხედავთ, როგორ გიყვართ ერთმანეთი, როგორ ეხუტებით, როგორ ექცევით ერთმანეთს და როგორ თბილად მღერით“.

 

ადგილობრივი და-ძმები თბილად ხვდებიან სან-პაულუში, გუარულიუსის საერთაშორისო აეროპორტში ჩასულ სტუმრებს.

ოთხმა ადგილობრივმა ძმამ და ბრაზილიის ფილიალის წარმომადგენლებმა კონგრესამდე ჩაატარეს პრესკონფერენცია, რათა მოსახლეობისთვის დადებითი წარმოდგენა შეექმნათ სან-პაულუში ჩატარებულ საერთაშორისო კონგრესზე.

დელეგატები მსახურობენ ადგილობრივ მაუწყებლებთან.

დელეგატები კონგრესის შენობის ეზოში და მის გარეთ.

და-ძმები აკეთებენ კონგრესის პროგრამის ჩანაწერებს.

ხელმძღვანელი საბჭოს წევრი, ძმა სამუელ ჰერდი წარმოთქვამს ბოლო მოხსენებას პარასკევს.

ნათლობა (შაბათი, შუადღე).

და აღწერილობითი ჟესტებით უთარგმნის კონგრესის პროგრამას ყრუ და უსინათლო დამსწრეს.

დელეგატები სურათს იღებენ კონგრესის მიმდებარე ტერიტორიაზე.

სპეციალური სრული დროით მსახურები ემშვიდობებიან კონგრესის დელეგატებს კვირას პროგრამის დასრულების შემდეგ.