არჩეულ მასალაზე გადასვლა

მარცხნივ: ფილიალის შენობა რიო-დე-ჟანეიროში (1923 წ.); მარჯვნივ: ბეთელის კომპლექსი სეზარიო ლენჟიში

7 ᲛᲐᲠᲢᲘ, 2023
ბრაზილია

ბრაზილიის ფილიალის გახსნიდან 100 წლის შემდეგ

ბრაზილიის ფილიალის გახსნიდან 100 წლის შემდეგ

2023 წელს ბრაზილიის ფილიალის გახსნიდან 100 წელი შესრულდა. ამ პერიოდის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა ბრაზილიაში იეჰოვას მოწმეთა რაოდენობა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ჩვენი ღმერთი მხარს უჭერს სამქადაგებლო საქმეს.

ბრაზილიაში სამქადაგებლო საქმიანობა 1890-იანი წლების მიწურულს დაიწყო, როცა ქვეყანაში პირველად გავრცელდა „სიონის საგუშაგო კოშკი და ქრისტეს მოსვლის მაცნე“. ამ ჟურნალით დაინტერესებულთა რიცხვი დღითი დღე იზრდებოდა. ამიტომ 1923 წლის მარტში ჯოზეფ რუტერფორდმა ძმა ჯორჯ იანგი გაგზავნა ბრაზილიაში, რათა ფილიალი გაეხსნა და სამქადაგებლო საქმისთვის ეხელმძღვანელა.

ძმა ჯორჯმა რიო-დე-ჟანეიროში პატარა ოფისი იქირავა, საიდანაც შემდეგ ორგანიზება ეწეოდა სამქადაგებლო საქმეს როგორც ბრაზილიაში, ისე სამხრეთ ამერიკაში. მან აგრეთვე ორგანიზება გაუწია, რომ პუბლიკაციები ინგლისურიდან პორტუგალიურზე გადათარგმნილიყო და ადგილობრივ სტამბაში დაბეჭდილიყო.

1925 წელს ძმა ჯორჯმა მისიონერული მსახურება არგენტინაში განაგრძო, რის შემდეგაც ბრაზილიაში ფილიალის ზედამხედველად ჯონ რეინბოუ დაინიშნა. 1926 წელს იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო მთავარი სამმართველოდან ბრაზილიაში პატარა საბეჭდი დანადგარი გაგზავნეს. ამან საშუალება მისცა ჩვენს ძმებს, რომ თავად დაებეჭდათ პუბლიკაციები.

1945 წლიდან მოყოლებული ბრაზილიაში სკოლა „გალაადის“ კურსდამთავრებულებს აგზავნიდნენ მისიონერებად. აშკარა იყო, რომ იეჰოვა მხარს უჭერდა მათ საქმიანობას. 1948—1968 წლებში მაუწყებელთა რიცხვი 1 000-დან 50 000-მდე გაიზარდა. მხოლოდ ბოლო სამი წლის განმავლობაში 21 000-ზე მეტი ადამიანი ინათლებოდა ყოველ წელს. დღეს ქვეყანაში დაახლოებით 900 000 მაუწყებელი მსახურობს. ასეთი ზრდის გამო საჭირო გახდა ფილიალის გაფართოებაც. 1980 წელს ფილიალი ქალაქ სეზარიო ლენჟიში გადავიდა, რომელიც სან-პაულუდან დაახლოებით 150 კილომეტრში მდებარეობს. მას შემდეგ ფილიალის გაფართოება სამჯერ მოხდა. დღეს იქ 1 200-ზე მეტი და-ძმა მსახურობს.

გვახარებს იმის დანახვა, თუ როგორ აკურთხა იეჰოვამ ბოლო ასი წლის განმავლობაში სამქადაგებლო საქმე ბრაზილიაში (1 კორინთელები 3:7).