არჩეულ მასალაზე გადასვლა

ჰამილტონ ვიეირა ჟესტურენოვან მთარგმნელთან ერთად განცხადებას აკეთებს ბრაზილიურ ჟესტურ ენაზე ბიბლიის გამოცემის შესახებ.

2022 წლის 26 სექტემბერი
ბრაზილია

გამოიცა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ სრული ვერსია ბრაზილიურ ჟესტურ ენაზე

გამოიცა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ სრული ვერსია ბრაზილიურ ჟესტურ ენაზე

2022 წლის 18 სექტემბერს ძმა ჰამილტონ ვიეირამ, ბრაზილიის ფილიალის კომიტეტის წევრმა, გამოაცხადა, რომ გამოიცა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ სრული ვერსია ბრაზილიურ ჟესტურ ენაზე. ბიბლიის ეს ახალი ელექტრონული გამოცემა ხელმისაწვდომია jw.org-სა და ჟესტურენოვან JW ბიბლიოთეკაში. 36 300 ადამიანზე მეტმა უყურა პროგრამას, რომელიც პირდაპირ ტრანსლაციით გადაიცემოდა ბრაზილიის ფილიალიდან.

და-ძმები, რომელთაც თავიანთ მოწყობილობებში ჩამოტვირთეს ახალი ბიბლია.

ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ბრაზილიურ ჟესტურ ენაზე პირველად გამოიცა ბიბლიის სრული ვერსია. მანამდე მხოლოდ ორ ჟესტურ ენაზე არსებობდა ბიბლიის სრული გამოცემა. ბრაზილიურ ჟესტურ ენაზე ბიბლიის თარგმნა დაიწყო 2006 წელს მათეს სახარებით. იქიდან მოყოლებული ეტაპობრივად გამოიცემოდა ბიბლიის სხვადასხვა წიგნის თარგმანი.

ერთმა სმენადაქვეითებულმა დამ, ანჟელიკამ, აღნიშნა: „ადრე ვცდილობდი, პორტუგალიურ ენაზე მეკითხა ბიბლია, მაგრამ მიჭირდა გაგება. ახლა კი, ამ ახალი თარგმანის წყალობით, ტექსტს ისე კარგად ვიგებ, თითქოს ყველაფერი ჩემ თვალწინ ხდება“.

მთარგმნელები ჩანაწერს აკეთებენ სტუდიაში.

1982 წელს იეჰოვას მოწმეებმა პირველი ჟესტურენოვანი კრება ჩამოაყალიბეს რიო-დე-ჟანეიროში. დღეს დაახლოებით 9 500 მაუწყებელი მსახურობს 246 ბრაზილიურ ჟესტურენოვან კრებაში, 337 ჯგუფსა და 63 წინარე ჯგუფში.

ბიბლიის ეს ახალი გამოცემა მოწმობს, რა ძლიერ უყვარს იეჰოვას ყრუ-მუნჯი და-ძმები. ვლოცულობთ, რომ ეს ძვირფასი საჩუქარი რაც შეიძლება მეტ ადამიანს დაეხმაროს იეჰოვასა და მისი ძის გაცნობაში და რომ მათ იპოვონ მარადიული სიცოცხლისკენ მიმავალი გზა (იოანე 17:3).