არჩეულ მასალაზე გადასვლა

მარცხნივ: და-ძმები გულთბილად ხვდებიან ვიზიტორებს jw.org-ის ჯიხურთან; ზემოთ მარჯვნივ: ერთი ყრუ-მუნჯი და უსინათლო და ტაქტილური ანუ შეხებითი ჟესტების ენით ესაუბრება ერთ-ერთ სტუმარს; ქვემოთ მარჯვნივ: ინტერაქტიული პანელი, რომლის მეშვეობითაც ვიზიტორებს აუდიო-აღწერილობითი ვიდეოების მოსმენა შეეძლოთ.

2022 წლის 5 ოქტომბერი
ბრაზილია

იეჰოვას მოწმეები ბრაზილიაში გამართულ საერთაშორისო სავაჭრო გამოფენაზე

იეჰოვას მოწმეები ბრაზილიაში გამართულ საერთაშორისო სავაჭრო გამოფენაზე

2022 წლის 1—4 სექტემბერს ბრაზილიაში (სან-პაულუ) გაიმართა საერთაშორისო სავაჭრო გამოფენა, სადაც იეჰოვას მოწმეებიც იყვნენ მიწვეული. გამოფენა ეძღვნებოდა სარეაბილიტაციო პროგრამებს, ინკლუზიურ განათლებასა და ტექნოლოგიურ ხელმისაწვდომობას. ეს გამოფენა ლათინურ ამერიკაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებად ითვლება ტექნოლოგიურ დარგში. წელს გამოფენას 46 000-ზე მეტი ადამიანი ეწვია.

ჩვენმა და-ძმებმა გამოფენაზე მოაწყვეს ჯიხური, საიდანაც ხალხს აცნობდნენ ჩვენს ვებგვერდს და აპლიკაციებს „JW ბიბლიოთეკა“ და „JW ბიბლიოთეკა ჟესტურ ენაზე“. ჯიხურში წარმოდგენილი იყო ინტერაქტიული პანელები. გარდა ამისა, უსინათლო და მცირემხედველი და-ძმები ვებგვერდისა და აპლიკაციების სხვადასხვა ფუნქციებს აცნობდნენ სტუმრებს.

ერთ-ერთმა რეაბილიტოლოგმა აღნიშნა: „შთამბეჭდავია, რომ რელიგიური ჯგუფი ასე ზრუნავს განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანებზე“. კიდევ ერთმა ვიზიტორმა თქვა: „აი, ეს არის ნამდვილი სოციალური ინკლუიზია!“.

წლევანდელ გამოფენას აგრეთვე ესწრებოდნენ ბრაზილიის უსინათლოთა ეროვნული ორგანიზაციის წარმომადგენლები. ისინი ამ ღონისძიების შესახებ ინფორმაციას რადიომაუწყებლობის მეშვეობით გადასცემდნენ. მათ ჩვენი ძმებისგანაც აიღეს ინტერვიუები. ძმებმა ისაუბრეს, თუ რას აკეთებენ იეჰოვას მოწმეები უსინათლოების, მცირემხედველებისა და სმენადაქვეითებულების დასახმარებლად როგორც ბრაზილიაში, ისე მთელ მსოფლიოში. უსინათლოთა ეროვნული ორგანიზაციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ jw.org-ი ყველაზე საუკეთესო ვებგვერდია უსინათლოებისთვის, რაც კი ოდესმე უნახავს.

ბრაზილიის უსინათლოთა ეროვნული ორგანიზაციის ერთ-ერთი წარმომადგენელი ინტერვიუს იღებს ორი ძმისგან.

ოდითგანვე იეჰოვა სიყვარულით ზრუნავდა მათზე, ვისაც შეზღუდული შესაძლებლობები აქვს (ლევიანები 19:14). დარწმუნებულები ვართ, მას სიამოვნებს, რომ მისი მსახურებიც ავლენენ სიყვარულს სხვების მიმართ. ჩვენ მოუთმენლად ველით იმ დროს, როცა „უსინათლოებს თვალები აეხილებათ და ყრუები გაიგონებენ“ (ესაია 35:5).