არჩეულ მასალაზე გადასვლა

2019 წლის 10 დეკემბერი
ბრაზილია

სპეციალური კამპანია ბრაზილიის სოფლებში

სპეციალური კამპანია ბრაზილიის სოფლებში

ათიათასობით იეჰოვას მოწმემ განსაკუთრებული ძალისხმევა მოახმარა იმას, რომ ბიბლიური ცნობა მიეტანა ბრაზილიის სოფლებში მცხოვრები ხალხისთვის. სპეციალური კამპანია დაიწყო 2018 წლის 1 სექტემბერს და გაგრძელდება 2019 წლის 31 დეკემბრამდე. დღევანდელი მონაცემებით, 80 000-ზე მეტი მაუწყებელია ჩართული ამ საქმეში. მათ 16 000-ზე მეტი ბიბლიის შესწავლა დაიწყეს.

ბრაზილია სიდიდით მეხუთე სახელმწიფოა მსოფლიოში. სტატისტიკის მიხედვით, ამ ქვეყანაში, მარტო სოფლებში 28 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. გარდა ამისა, 22 მილიონი ადამიანი სახლობს მოშორებულ ქალაქებსა და სოფლებში. სპეციალური კამპანიის შედეგად უკვე დამუშავებულია 1 600-ზე მეტი დასახლებული პუნქტი. ზოგ მაუწყებელს 2 000 კილომეტრზე მეტის გავლა მოუწია, რომ დანიშნულების ადგილამდე ჩაეღწია.

ერთი მაუწყებელი დიდი ხნის მგზავრობის შემდეგ მიადგა ერთ ოჯახს, სადაც ხანში შესული მამაკაცი თავის მოყვანილ ყავას ამუშავებდა. მან ჩვენი ძმა სახლში შეიპატიჟა და ცოლს გასძახა: „მოდი, მოვუსმინოთ, ეს კაცი ბიბლიაზე სალაპარაკოდ მოვიდა ჩვენთან“.

ცოლ-ქმარმა ძმას ბევრი კითხვა დაუსვა. მათ აინტერესებდათ, რა ხდებოდა სიკვდილის შემდეგ, რატომ უშვებდა ღმერთი ბოროტებას, სწორი იყო თუ არა მეათედის გადახდა, როგორ შეიძლებოდა ოჯახური პრობლემების მოგვარება და ბევრი სხვა. ისინი გაოცებას ვერ მალავდნენ, როცა ხედავდნენ, რომ მაუწყებელი ყველა კითხვაზე ბიბლიიდან სცემდა პასუხს. ბოლოს მამაკაცმა თქვა, რომ იმ დილით ილოცა და ღმერთს სთხოვა, მის კითხვებზე როგორმე ეპასუხა. ის ოჯახი იმავე საღამოს დაესწრო კრების შეხვედრას. ისინი აქტიურად სწავლობენ ბიბლიას.

სხვა სოფელში კარდაკარ ქადაგების დროს უცებ ძლიერმა წვიმამ დასცხო. მაუწყებლები იძულებულნი გახდნენ, იქვე, კლინიკაში შეეფარებინათ თავი. იქ ისინი ერთ ქალს და მის ქალიშვილს გამოელაპარაკნენ და ჰკითხეს, რა კითხვებს დაუსვამდნენ ღმერთს. შვილმა თქვა, რომ ღმერთს ჰკითხავდა, ოდესმე ნახავდა თუ არა ახლახან გარდაცვლილ ბებიას. მაუწყებლებმა მას რამდენიმე ბიბლიური მუხლი წაუკითხეს, რომლებიც მკვდრეთით აღდგომას ეხებოდა და უჩვენეს ვიდეო „მკვდრეთით აღდგომა — მალე რეალობად იქცევა“.

მოგვიანებით, მაუწყებლები ამ ქალბატონს სახლში ესტუმრნენ. მან და მისმა ოჯახმა ბიბლიის შესწავლა დაიწყო. ქალმა და მისმა ქალიშვილებმა ახლომდებარე ქალაქში კრების შეხვედრებზე დაიწყეს დასწრება. ამჟამად ისინი ტელეფონით განაგრძობენ ბიბლიის შესწავლას.

ბიბლია წინასწარმეტყველებს, რომ ღვთის სამეფოს მოქალაქეები „დედამიწის კიდეებამდე“ იქნებოდნენ. ბრაზილიის სოფლებში გამართული სპეციალური კამპანია იეჰოვას ნების, ამ წინასწარმეტყველების, შესრულებას ემსახურება (ფსალმუნი 72:8).