არჩეულ მასალაზე გადასვლა

2022 წლის 4 იანვარი
ბრაზილია

ძლიერ წვიმას ბრაზილიაში წყალდიდობა მოჰყვა

ძლიერ წვიმას ბრაზილიაში წყალდიდობა მოჰყვა

2021 წლის 24—26 დეკემბერს გადაუღებელ წვიმებს წყალდიდობა მოჰყვა ბრაზილიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ბაიას შტატში. წყალდიდობის შედეგად დაზარალებულთა რიცხვი 640 000-ზე მეტს ითვლის. ჩამოინგრა კაშხლებიც, რასაც რამდენიმე ქალაქის დატბორვა მოჰყვა და მათთან მისასვლელი ჩაიკეტა.

დაზარალებული და-ძმები

  • არცერთი ჩვენი და-ძმა არ დაშავებულა.

  • საჭირო გახდა 273 მაუწყებლის ევაკუაცია.

  • მსუბუქი ზიანი მიადგა 109 სახლს.

  • მსუბუქი ზიანი მიადგა 3 დარბაზს.

დაზარალებულთა დახმარება

  • შეიქმნა დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი, რომ სასმელი წყალი, საკვები და ტანსაცმელი მიაწოდონ და-ძმებს.

  • ევაკუირებული და-ძმები ნათესავებთან და თანაქრისტიანებთან აფარებენ თავს.

  • დაზარალებულთა დახმარება მიმდინარეობს კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული უსაფრთხოების წესების დაცვით.

დაზარალებულთა დახმარების კომიტეტის ერთ-ერთი წევრი, მარსელო ამბროზიო, აღნიშნავს: „როცა საკუთარი თვალით ხდები და-ძმური სიყვარულის მოწმე, მხნევდები და კიდევ უფრო მეტი სურვილი გიჩნდება, ბოლომდე დაიხარჯო იეჰოვასთვის“.

ვიცით, რომ იეჰოვა იქნება იმ და-ძმების თავშესაფარი, რომლებიც სტიქიამ დააზარალა (ფსალმუნი 9:9).