არჩეულ მასალაზე გადასვლა

2020 წლის 28 დეკემბერი
ბრაზილია

წყალდიდობამ და მეწყერმა ზიანი მიაყენა ბრაზილიის შტატ სანტა-კატარინას

წყალდიდობამ და მეწყერმა ზიანი მიაყენა ბრაზილიის შტატ სანტა-კატარინას

ადგილმდებარეობა

სანტა-კატარინას ვალე დო იტაჟაის რეგიონი (სამხრეთი ბრაზილია)

სტიქია

  • 2020 წლის 17 დეკემბერს, ხუთშაბათს, კოკისპირულმა წვიმებმა და მეწყერმა დიდი ზარალი გამოიწვია.

დაზარალებული და-ძმები

  • 22 მაუწყებელს მოუწია საცხოვრებლის დატოვება.

  • სამწუხაროდ, სტიქიამ ჩვენი 65 წლის და იმსხვერპლა, როდესაც მეწყერის შედეგად მოტანილმა ტალახმა მისი სახლი წალეკა.

მატერიალური ზარალი

  • და-ძმების 15 სახლს მიადგა მცირე ზიანი.

დაზარალებულთა დახმარება

  • სტიქიით დაზარალებულთა დახმარების კომიტეტის წევრები სარაიონო ზედამხედველთან და ადგილობრივ უხუცესებთან ერთად ზრუნავენ დაზარალებულ და-ძმებზე და საჭირო დახმარებას უწევენ მათ. ისინი გვერდში უდგანან სტიქიის შედეგად დაღუპული დის ოჯახსაც.

  • სტიქიით დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი ხელმძღვანელობს ადგილობრივი და-ძმებისგან ჩამოყალიბებულ ჯგუფს, რომელიც ინახულებს სტიქიით დაზარალებულ ქალაქებს, რათა ადგილზე შეფასდეს, რა სახის დახმარებაა საჭირო. გარდა ამისა, ეს და-ძმები მონაწილეობენ დატბორილი სახლების გაწმენდით სამუშაოებში. სტიქიით დაზარალებულთა დახმარების კომიტეტის ორგანიზებით მაუწყებლებს მიეწოდათ საკვები და 2 000 ლიტრზე მეტი სასმელი წყალი. დახმარების აღმოჩენის დროს ჩვენი და-ძმები ზედმიწევნით იცავდნენ კოვიდ-19-თან დაკავშირებულ უსაფრთხოების ზომებს.

მთელი გულით ვწუხვართ, რომ სტიქიამ ჩვენი დის სიცოცხლე იმსხვერპლა. მოუთმენლად ველით დროს, როცა წარსულს ჩაბარდება სტიქიური უბედურებები და „აღარ იქნება სიკვდილი“ (გამოცხადება 21:4).