არჩეულ მასალაზე გადასვლა

დაზიანებული საკონგრესო დარბაზი პერნამბუკუს შტატ ქალაქ რესიფიში.

2022 წლის 10 ივნისი
ბრაზილია

წყალდიდობა და მეწყერი ბრაზილიაში

წყალდიდობა და მეწყერი ბრაზილიაში

2022 წლის 25 მაისს ბრაზილიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში გადაუღებელ წვიმებს წყალდიდობა და მეწყერი მოჰყვა. ყველაზე დიდი ზიანი მიადგა ალაგოასის და პერნამბუკუს შტატებს. საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა 42 ქალაქში. 145 000-ზე მეტ ადამიანს მოუწია საცხოვრებლის დატოვება. დაღუპულია, სულ მცირე, 129 ადამიანი.

დაზარალებული და-ძმები

  • არცერთი ჩვენი და-ძმა არ დაღუპულა.

  • მსუბუქად დაშავდა 3 მაუწყებელი.

  • მსუბუქად დაზიანდა 280 სახლი.

  • სერიოზულად დაზიანდა 22 სახლი.

  • მსუბუქად დაზიანდა 23 დარბაზი.

  • სერიოზულად დაზიანდა 1 საკონგრესო დარბაზი.

დაზარალებულთა დახმარება

  • დაზარალებულთა დახმარების კომიტეტმა 600-ზე მეტ მაუწყებელს გაუწია სულიერი და ფიზიკური დახმარება.

  • დაზარალებულთა დახმარება მიმდინარეობს კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული უსაფრთხოების წესების დაცვით.

ვლოცულობთ, რომ ჩვენმა და-ძმებმა იეჰოვას დახმარებით მხნეობა არ დაკარგონ ამ რთულ პერიოდში (ეფესოელები 6:10).