არჩეულ მასალაზე გადასვლა

2013 წლის 18 იანვარი
ბრაზილია

მეწყერი ბრაზილიაში

მეწყერი ბრაზილიაში

რიო-დე-ჟანეიროს შტატში (ბრაზილია) იანვრის პირველ კვირაში ძლიერმა წვიმებმა წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია, რის შედეგადაც 3 000-ზე მეტი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. მოწოდებული ცნობების თანახმად, სტიქიის ზონაში მცხოვრები დაახლოებით 8 000 იეჰოვას მოწმიდან არც ერთი არ დაშავებულა. თუმცა 8 ოჯახი სერიოზულად დაზარალდა, რადგან მათი სახლები წყალდიდობის შედეგად დაიტბორა; მათგან ზოგმა ყველაფერი დაკარგა, რაც გააჩნდათ. დაზარალებულები დროებით მოწმეებმა და ნათესავებმა შეიფარეს. სტიქიით დაზარალებულთა დახმარების კომიტეტმა, რომელიც მოხალისეებისგან შედგებოდა, იზრუნა იმაზე, რომ დაზარალებულებისთვის ოთხი ტონა ჰუმანიტარული დახმარება შეგროვებულიყო, რაშიც შედიოდა საკვები, სასმელი წყალი და სხვა საჭირო ნივთები.

საკონტაქტო პირები:

საერთაშორისო: რიჩარდ ბრაუნი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1 718 560 5000

ბრაზილია: პედრო კატარდო, ტელ. +55 15 3322 9000