არჩეულ მასალაზე გადასვლა

2018 წლიე 31 დეკემბერი
ბრაზილია

გამანადგურებელი ხანძარი ბრაზილიის ქალაქ მანაუსში

გამანადგურებელი ხანძარი ბრაზილიის ქალაქ მანაუსში

18 დეკემბერს, გამთენიისას, ბრაზილიის ქალაქ მანაუსს ხანძარი მოედო, რამაც, სულ მცირე, 600 სახლი გაანადგურა. მართალია, ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია, მაგრამ სერიოზულად დაშავდა 4 ადამიანი და 2 000-ზე მეტს მოუწია საცხოვრებლის დატოვება.

ბრაზილიის ფილიალი იტყობინება, რომ არცერთი ჩვენი და-ძმა არ დაღუპულა და არ დაშავებულა. თუმცა დაიწვა 10 თანამორწმუნის სახლი, შედეგად, 18 მაუწყებელს და მათ ნათესავებს, რომლებიც არ არიან იეჰოვას მოწმეები, მოუწიათ საცხოვრებლის შეცვლა. ფილიალის მეთვალყურეობით სტიქიური უბედურებებით დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი ზრუნავს დაზარალებული მაუწყებლების საჭიროებებზე.

დარწმუნებულნი ვართ, რომ ხანძრის შედეგად დაზარალებული ჩვენი და-ძმები კვლავ მიენდობიან იეჰოვას, რომელიც არის „თავშესაფარი გაჭირვების დროს“ (ფსალმუნი 9:9, 10).