განსაკუთრებული თარიღები ბულგარეთში
19 ᲛᲐᲘᲡᲘ, 2004 — ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმის, „ლოტერი და ლოტერი ბულგარეთის წინააღმდეგ“, განხილვის შემდეგ მიღწეული იქნა შეთანხმება, რის შემდეგაც ბულგარეთის ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა იეჰოვას მოწმეების უფლებას, თავისუფლად შეესრულებინათ რელიგიური მსახურება.
16 ᲐᲞᲠᲘᲚᲘ, 2003 — ბულგარეთის მთავრობამ ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამო იეჰოვას მოწმეთა ოფიციალურ დღესასწაულად აღიარა და ეს დღე მათთვის დასვენების დღედ გამოაცხადა.
6 ᲛᲐᲠᲢᲘ, 2003 — დენომინაციის შესახებ ახალი კანონის მიღების შემდეგ იეჰოვას მოწმეები ახლიდან დარეგისტრირდნენ.
3 ᲛᲐᲘᲡᲘ, 2001 — ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმის, „სტეფანოვი ბულგარეთის წინააღმდეგ“, განხილვის შემდეგ მიღწეული იქნა შეთანხმება, რის შემდეგაც ბულგარეთის ხელისუფლებამ ბრალდება მოუხსნა ყველას, ვინც სინდისის გამო უარს ამბობდა სამხედრო სამსახურის შესრულებაზე, მაგრამ მზად იყო, ალტერნატიული სამოქალაქო სამსახური შეესრულებინა.
7 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ, 1998 — იეჰოვას მოწმეები ოფიციალურად დარეგისტრირდნენ ბულგარეთში.
9 ᲛᲐᲠᲢᲘ, 1998 — ადამიანის უფლებათა ევროპულ კომისიაში (დღევანდელი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო) მიღწეული შეთანხმების შესაბამისად ბულგარეთის მთავრობამ მზაობა გამოთქვა, რომ იეჰოვას მოწმეებს დაარეგისტრირებდა.
1994 — ბულგარეთმა მოხსნა იეჰოვას მოწმეები რეგისტრაციიდან მას შემდეგ, რაც ქვეყანაში რელიგიის შემზღუდველი კანონი მიიღეს.
7 ᲛᲐᲘᲡᲘ, 1992 — ბულგარეთი ევროპის საბჭოს 26-ე წევრი ქვეყანა გახდა.
17 ᲘᲕᲚᲘᲡᲘ, 1991 — სახელმწიფომ ოფიციალურად დაარეგისტრირა იეჰოვას მოწმეების იურიდიული პირი „იეჰოვას მოწმეთა ქრისტიანული ასოციაცია“.
1944—1990 — კომუნისტური რეჟიმის დროს იეჰოვას მოწმეთა საქმიანობა აკრძალული იყო.
6 ᲛᲐᲘᲡᲘ, 1938 — იეჰოვას მოწმეებმა მოიპოვეს იურიდიული აღიარება.
1888 — ოფიციალურ წყაროებში პირველად დაფიქსირდნენ იეჰოვას მოწმეები.