24 ᲛᲐᲠᲢᲘ, 2023
ბურკინა-ფასო
გამოიცა „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ მური ენაზე
2023 წლის 19 მარტს ბენინის ფილიალის კომიტეტის წევრმა, ძმა იუსუფ უედრაოგომ, ბურკინა-ფასოს დედაქალაქში, უაგადუგუში, a გამართულ სპეციალურ შეხვედრაზე გამოაცხადა, რომ გამოიცა „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ მური ენაზე. პროგრამა სტრიმინგის მეშვეობით გადაიცემოდა, რამაც შესაძლებელი გახადა, რომ სხვა ქალაქებშიც მოესმინათ და-ძმებს ამ შეხვედრისთვის. მთლიანობაში დამსწრეთა რაოდენობა 1 730-ზე მეტი იყო. ეს ახალი გამოცემა მაშინვე გახდა ხელმისაწვდომი როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული სახით.
მური ენაზე, ძირითადად, ბურკინა-ფასოში საუბრობენ, თუმცა ის გავრცელებულია კოტ-დ’ივუარიშიც, განაშიც, მალიშიც, სენეგალშიც და ტოგოშიც. ამ ენაზე დაახლოებით 8 მილიონი ადამიანი საუბრობს.
ეს არის პირველი შემთხვევა, როცა იეჰოვას მოწმეებმა ბურკინა-ფასოში ადგილობრივ ენაზე მთლიანი ბიბლია თარგმნეს. მართალია, მური ენაზე სხვა თარგმანებიც არის ხელმისაწვდომი, მაგრამ მათში არ არის მოხსენიებული ღვთის სახელი, იეჰოვა.
ერთი მთარგმნელი აღნიშნავს: «ჩვენს ენაზე ისეთი წიგნების თარგმნა როგორებიცაა „იგავები“ და „ქებათა ქება“, ადვილი არაა, რადგან მური ენაზე რთულია ხატოვნად გადმოსცე სათქმელი. თუმცა თარგმანზე მუშაობა რომ დავასრულეთ, შედეგით გაოცებული ვიყავით. ბიბლიის ამ წიგნებში მოცემული მთავარი აზრები მარტივი გასაგები იყო».
ჩვენც ვხარობთ მურიენოვან და-ძმებთან ერთად, რომელთაც იეჰოვასგან ძვირფასი საჩუქარი მიიღეს (იაკობი 1:17).
a ბურკინა-ფასოში სამქადაგებლო საქმეს ბენინის ფილიალი უწევს ხელმძღვანელობას.