არჩეულ მასალაზე გადასვლა

2022 წლის 21 ოქტომბერი
გაერთიანებული სამეფო

გამოიცა „მათეს სახარება“ პენჯაბურ (შაჰმუხი) ენაზე

გამოიცა „მათეს სახარება“ პენჯაბურ (შაჰმუხი) ენაზე

2022 წლის 9 ოქტომბერს ბრიტანეთის ფილიალის კომიტეტის წევრმა, ძმა პოლ ნორტონმა, გამოაცხადა, რომ პენჯაბურ (შაჰმუხი) ენაზე გამოიცა „მათეს სახარება“. პროგრამას მოუსმინა 1 300-ზე მეტმა ადამიანმა. მათ შორის იყვნენ ის და-ძმებიც, რომლებიც დარბაზებიდან ისმენდნენ პირდაპირ ტრანსლაციას. ეს გამოცემა მაშინვე გახდა ხელმისაწვდომი როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული ფორმატით. გარდა ამისა, მომზადდა აუდიოჩანაწერი.

პენჯაბურ ენაზე მილიონობით ადამიანი საუბრობს ინდოეთსა და პაკისტანში. ამ ენაზე მოსაუბრეები სხვა ქვეყნებშიც მრავლად არიან. ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ სრული ვერსია პენჯაბურ (გურმუხი) ენაზე 2020 წლის ოქტომბერში გამოიცა. თუმცა „მათეს სახარება“, ძირითადად, მათთვის გამოიცა, ვინც მხოლოდ შაჰმუხ დამწერლობას იყენებს, რადგან ზოგი ან საერთოდ ვერ კითხულობს გურმუხ დამწერლობას ან კიდევ ყველა სიტყვის მნიშვნელობა არ ესმის. ისინი, ვინც შაჰმუხ დამწერლობას იყენებენ, დღემდე სხვა ენებზე, მაგალითად, ურდუზე, გამოცემულ თარგმანს კითხულობდნენ.

პენჯაბურზე (შაჰმუხი) აქამდეც იყო ხელმისაწვდომი ბიბლიის სხვა წიგნები, თუმცა ამ ახალ გამოცემაში განსაკუთრებული ყურადღება იმაზე გამახვილდა, რომ ის ბევრად მარტივი და გასაგები ყოფილიყო. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ამ გამოცემაში ღვთის სახელია აღდგენილი.

ერთ-ერთი მთარგმნელი ამბობს: „ხალხს ღვთის სახელი, იეჰოვა, შესაძლოა მხოლოდ საეკლესიო სიმღერებში ჰქონდეთ გაგონილი. ადამიანებს უჭირთ იმის დაჯერება, რომ მათ შეუძლიათ დაუახლოვდნენ ღმერთს. ამის მიზეზი ისაა, რომ მთარგმნელებმა ამოიღეს ღვთის სახელი ბიბლიის თარგმანებიდან. ახლა კი ხალხს შეუძლია ღვთის სახელის წაკითხვა ყველა იმ ადგილას, სადაც უნდა წერებულიყო“.

დარწმუნებული ვართ, ეს ახალი გამოცემა დაეხმარება და-ძმებს, უფრო მეტად დაუახლოვდნენ იეჰოვას და დიდება მიაგონ მის სახელს (მათე 6:9).