2021 წლის 24 მარტი
გაერთიანებული სამეფო
გახსენების საღამოს კამპანიაში მონაწილეობა შეზღუდული შესაძლებლობების მიუხედავად
ედინბურგში (შოტლანდია) მცხოვრები იეჰოვას მოწმე, ჰელენ ბაჯი, უსინათლოა. სხვა იეჰოვას მოწმეების მსგავსად არც ჰელენს შეუძლია ხალხთან პირისპირ ქადაგება მსოფლიო პანდემიასთან დაკავშირებით დადგენილი შეზღუდვების გამო. თუმცა ამ გარემოებას მისთვის ხელი არ შეუშლია, რომ სრული მონაწილეობა მიეღო იესო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს კამპანიაში.
ჰელენი ჯერ ბრაილის შრიფტზე აკეთებს ჩანაწერებს სპეციალური პორტატიული მოწყობილობის მეშვეობით. „ეს ჩემთვის ფანქრისა და ფურცლის როლს ასრულებს“, — აღნიშნავს ჰელენი. შემდეგ ის ამ ჩანაწერებს კარნახობს თავის დისშვილს, რომელიც კალმით წერს საბოლოო წერილს.
ჰელენის ცხოვრებაში გახსენების საღამო ყოველთვის მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, რადგან დედაც და ბებიაც იეჰოვას მოწმეები იყვნენ. ჰელენი ამბობს, რომ ის ყოველთვის დიდი სიხარულით ელის ამ პერიოდის დადგომას, რათა ხალხი მოიწვიოს ამ საღამოზე. „წელს სამოცდამეათეჯერ ვესწრები გახსენების საღამოს. ძალიან მიხარია, როცა ყოველ წელს გახსენების საღამოს პირად მოსაწვევს ვიღებ ბრაილის შრიფტზე. გულდასმით ვკითხულობ მას, რათა დავფიქრდე დეტალებზე და ამის შემდეგ ვიწყებ ფიქრს, ვინ შეიძლება დავპატიჟო“, — გვიყვება ჰელენი.
მნიშვნელობა არა აქვს, რა პირობებში უწევთ ყოფნა, იეჰოვას ერთგულ მსახურებს სიყვარული აღძრავთ, მოიწვიონ ხალხი იესო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოზე დასასწრებად, რომელიც წელს შაბათს, 27 მარტს ჩატარდება (ლუკა 22:19).