არჩეულ მასალაზე გადასვლა

შენობა, სადაც ინგლისისა და უელსის სააპელაციო სასამართლო და უმაღლესი სასამართლოა განთავსებული

2020 წლის 12 მაისი
გაერთიანებული სამეფო

ინგლისის სასამართლო მხარს უჭერს იეჰოვას მოწმეების რელიგიური ორგანიზაციის უფლებას

ინგლისის სასამართლო მხარს უჭერს იეჰოვას მოწმეების რელიგიური ორგანიზაციის უფლებას

2020 წლის 17 მარტს ინგლისისა და უელსის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საჩივარი უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილების თაობაზე, რომლის თანახმადაც იეჰოვას მოწმეებს აქვთ უფლება, ბიბლიური მითითების გათვალისწინებით, პიროვნება რელიგიური ორგანიზაციიდან გარიცხონ.

უმაღლესმა სასამართლომ განაცხადა, რომ კრების მხრიდან იმის გამოცხადება, რომ ესა თუ ის პიროვნება აღარ არის იეჰოვას მოწმე, არ არის კანონდარღვევა ან ცილისწამება. უმაღლესი სასამართლოს მოსამართლემ რიჩარდ სპირმენმა აღნიშნა: „ბუნებრივია, რელიგიას, რომელიც ხელმძღვანელობს ბიბლიური პრინციპებით ჰქონდეს იმისი უფლება, რომ აუცილებლობის შემთხვევაში შემცოდველი რელიგიური გაერთიანებიდან გარიცხოს. ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თუ პიროვნებას არ შეუძლია ან არ სურს, ერთგულად მიჰყვეს ბიბლიურ პრინციპებს, ის აღარ უნდა მიეკუთვნებოდეს რელიგიურ გაერთიანებას. წინააღმდეგ შემთხვევაში მან შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს სხვა მორწმუნეებზე“.

მოსარჩელე მხარემ თხოვნით მიმართა სააპელაციო სასამართლოს, რათა უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ნებართვა მიეღო. სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა და მას „სრულიად უსაფუძვლო“ უწოდა. აგრეთვე აღნიშნა, რომ უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილება „სავსებით სამართლიანია“ და აუცილებელია, რელიგიურ ორგანიზაციას პიროვნების გარიცხვის უფლება ჰქონდეს.

იეჰოვას მოწმეების ადვოკატმა შეინ ბედიმ განაცხადა: „ამ გადაწყვეტილებას მხარს უჭერს არაერთი სასამართლო — ინგლისის სასამართლო, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, კანადის სააპელაციო სასამართლო, ევროპული სასამართლო და აშშ-ს სასამართლო. ეს სასამართლოები ერთხმად ადასტურებენ, რომ იეჰოვას მოწმეებს სრული უფლება აქვთ, მიიღონ გადაწყვეტილება რელიგიური გაერთიანებიდან პიროვნების გარიცხვის თაობაზე“.

გვიხარია, რომ სასამართლომ მართებულად ცნო ჩვენი უფლება, მივყვეთ ბიბლიურ მითითებებს და კრებები სულიერად და ზნეობრივად დავიცვათ (1 კორინთელები 5:11; 2 იოანე 9—11).