არჩეულ მასალაზე გადასვლა

2017 წლის 17 ივლისი
გაერთიანებული სამეფო

ლონდონში იეჰოვას მოწმეები ხანძრის შედეგად დაზარალებულთ ეხმარებიან

ლონდონში იეჰოვას მოწმეები ხანძრის შედეგად დაზარალებულთ ეხმარებიან

2017 წლის 14 ივნისს, გამთენიისას, ჩრდილოეთ კენსინგტონში (ლონდონი) 24-სართულიანი „გრენფელ ტაუერი“ ცეცხლის ალში გაეხვა. როგორც იტყობინებიან, ხანძრის შედეგად 79 ადამიანია დაღუპული. იეჰოვას მოწმეები დახმარების ხელს უწვდიან დაზარალებულ მოსახლეობას.

საცხოვრებელი შენობიდან 4 იეჰოვას მოწმის ევაკუაცია მოხდა. მათგან 2 „გრენფელ ტაუერის“ მაცხოვრებელი იყო. საბედნიეროდ, არც ერთი იეჰოვას მოწმე არ დაშავებულა, თუმცა მათი საცხოვრებელი ბინები მთლიანად დაიწვა. დამწვარი შენობის ახლოს მცხოვრებმა იეჰოვას მოწმეებმა საკვებითა და ტანსაცმლით უზრუნველყვეს დაზარალებული თანამორწმუნეები და მათი ოჯახის წევრები. მოწმეებმა მათ ფულადი დახმარებაც აღმოუჩინეს. გარდა ამისა, იეჰოვას მოწმეები ანუგეშებენ ჩრდილოეთ კენსინგტონში მცხოვრებ მოსახლეობას, რომელთაც ოჯახის წევრები დაკარგეს.

საკონტაქტო პირები:

საერთაშორისო: დეივიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1-845-524-3000

გაერთიანებული სამეფო: ანდრე სკოფილდი, ტელ. +44-20-8906-2211