2022 წლის 4 მაისი
განა
გამოიცა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გადამუშავებული ვერსია ტვი (ასანტე) ენაზე
ამა წლის 24 აპრილს, კვირას, ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, ძმა მარკ სანდერსონმა, გამოაცხადა, რომ გამოიცა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გადამუშავებული ვერსია ტვი (ასანტე) ენაზე. ბიბლიის ელექტრონული ვერსიის ჩამოტვირთვა მაშინვე გახდა შესაძლებელი. მაუწყებლები ბეჭდურ ვერსიას აგვისტოში მიიღებენ.
ტვი (ასანტე) და ტვი (აკუაპემი) მიეკუთვნებიან აკანის ენათა ჯგუფს, რომლებზეც დასავლეთ აფრიკაში მილიონები საუბრობენ. ტვი (აკუაპემი) ენაზე ბიბლია პირველად 1871 წელს გამოიცა. 1897 წელს ამავე ენაზე ბიბლიის სხვა თარგმანებიც გახდა ხელმისაწვდომი. ტვი (ასანტე) ენაზე ბიბლია პირველად 1964 წელს ითარგმნა. 2012 წელს ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანიც“ გამოიცა ამ ენაზე.
ერთ-ერთი მთარგმნელი ამბობს: „თავიდან გვაფიქრებდა, როგორ გავართმევდით თავს ამ საქმეს, მაგრამ ბევრს ვლოცულობდით. მთლიანად იეჰოვას მივენდეთ. შედეგად, მუშაობის პროცესში ყოველდღე ვგრძნობდით მის ხელს“.
გვჯერა, ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გადამუშავებული ვერსია ტვი (ასანტე) ენაზე დაეხმარება და-ძმებს, უკეთ შეუსრულონ წმინდა მსახურება იეჰოვას, ჩვენს გულუხვ ღმერთს (იაკობი 1:17).