არჩეულ მასალაზე გადასვლა

2019 წლის 25 ივნისი
გერმანია

გერმანია, ბერლინი — 2019 წლის საერთაშორისო კონგრესი, სახელწოდებით „სიყვარული არასოდეს მთავრდება“

გერმანია, ბერლინი — 2019 წლის საერთაშორისო კონგრესი, სახელწოდებით „სიყვარული არასოდეს მთავრდება“
  • თარიღი: 14—16 ივნისი, 2019

  • ადგილი: „ოლიმპიური სტადიონი“ ბერლინში (გერმანია)

  • ენები, რომლებზეც პროგრამა ჩატარდა: ინგლისური, გერმანული, რუსული

  • დამსწრეთა უმაღლესი რიცხვი: 37 115

  • მონათლულთა რაოდენობა: 255

  • სხვა ქვეყნებიდან ჩასული დელეგატების რიცხვი: 5 000

  • მიწვეული ფილიალები: ბრაზილია, ბრიტანეთი, ეკვადორი, კანადა, პოლონეთი, საბერძნეთი, სკანდინავია, სლოვენია, ფინეთი, შეერთებული შტატები

  • ადგილობრივი შემთხვევა: დელეგატებს ექსკურსია ჩაუტარდათ ცნობილ პერგამონის მუზეუმში, რომელიც ქალაქ ბერლინში მდებარეობს. ჩვენს და-ძმებზე დაკვირვების შემდეგ მუზეუმის დაცვის ერთ-ერთმა თანამშრომელმა თქვა: „ბევრი ადამიანი უიმედო მდგომარეობაშია, რადგან მათ რწმენა არ გააჩნიათ. მაგრამ აშკარაა, რომ თქვენ რწმენაც გაქვთ და ერთმანეთიც გიყვართ“. მეორე თანამშრომელმა კი დასძინა: „როცა მუზეუმს თქვენნაირი სტუმრები ინახულებენ, დრო თითქოს მიფრინავს. ამ დროს დამატებით საათებსაც სიხარულით ვმუშაობ“.

 

ადგილობრივი და-ძმები აეროპორტში ეგებებიან სტუმრებს.

და-ძმები ერთმანეთთან ურთიერთობით ტკბებიან საკონგრესო ტერიტორიაზე.

სტუმრები, რომელთაგან ზოგიერთი ტრადიციულ სამოსშია გამოწყობილი, სურათებს იღებენ.

ხელმძღვანელი საბჭოს წევრი, ძმა სამუელ ჰერდი, ბოლო თემას წარმოთქვამს შაბათს.

დელეგატები უსმენენ პროგრამას ინგლისურად და აკეთებენ ჩანაწერებს. ორი დამსწრე ყურსასმენებით უსმენს პროგრამის თარგმანს.

და-ძმები თვალს ადევნებენ ნათლობის პროცესს.

კონგრესზე სტუმრად ჩასული სპეციალური სრული დროით მსახურები ემშვიდობებიან და-ძმებს კონგრესის ბოლო დღეს.

ბერლინის ოლიმპიური სტადიონი 1936 წელს აშენდა. სურათზე ნაჩვენებია კონგრესის პირველი დღე. სტადიონმა პირველად 1990 წელს უმასპინძლა ისტორიულ საერთაშორისო კონგრესს, რომელიც ბერლინის კედლის დანგრევიდან მალევე ჩატარდა.

სტუმრები და ადგილობრივი მოწმეები სტენდით ქადაგებენ ქალაქის ცენტრში, ცნობილი „ბრანდენბურგის კარიბჭის“ წინ.

სტუმრები იკრიბებიან „კოლონადა ქორთიარდში“, პერგამონის მუზეუმთან ახლოს.

მაყურებელი ტაშს უკრავს საღამოს პროგრამის დასრულების შემდეგ.