არჩეულ მასალაზე გადასვლა

ძმები ჩავესი და ლოპესი კოატეპეკეს ერთ-ერთ სახანძრო-სამაშველო დანაყოფს სემინარს უტარებენ

2019 წლის 23 დეკემბერი
გვატემალა

გვატემალაში სახანძროსა და პოლიციის თანამშრომლები ბიბლიაზე დაფუძნებულ სემინარებს ესწრებიან

გვატემალაში სახანძროსა და პოლიციის თანამშრომლები ბიბლიაზე დაფუძნებულ სემინარებს ესწრებიან

2019 წლის მაისში გვატემალაში ხელისუფლების წარმომადგენლებმა ძმებს ნება დართეს, რომ სახანძროსა და პოლიციის თანამშრომლებისთვის ბიბლიაზე დაფუძნებული სემინარები ჩაეტარებინათ. ამჟამინდელი მონაცემებით, სემინარებს, რომლებიც კოატეპეკეში, კოლომბა კოსტა-კუკაში, მალაკატანსა და სან-რაფაელ პეტსალში გაიმართა, 450 მეხანძრე და პოლიციელი დაესწრო.

კოლომბა კოსტა-კუკაში პოლიციის თანამშრომლები სემინარის შემდეგ ლიტერატურის სტენდიდან პუბლიკაციებს იღებენ

ერთ-ერთი უხუცესი ხუან კარლოს როდასი, რომელიც სემინარებს ატარებს, ამბობს: „15 წელზე მეტია, რაც იეჰოვას მოწმეები გვატემალას სამ ციხეში პატიმრებს ბიბლიას ასწავლიან. ციხის ზედამხედველებმა შენიშნეს, რომ ბიბლიური ცოდნის მიღება პატიმრებს უკეთესობისკენ ცვლის. მათ ხელისუფლების წარმომადგენლებთან რეკომენდაცია გაგვიწიეს, რომ სახანძროსა და პოლიციის თანამშრომლებისთვის ბიბლიაზე დაფუძნებული სემინარები ჩაგვეტარებინა“.

ცენტრალური ამერიკის ფილიალის ზედამხედველობით სემინარები კვირაში ორჯერ იმართება, რომლებიც დაახლოებით 15 წუთი გრძელდება. სემინარის დროს ძმები ისეთ თემებზე საუბრობენ, როგორიცაა: სხვებთან ურთიერთობის გაუმჯობესება, უფლებამოსილების მართებულად გამოყენება და გუნდური მუშაობა. ისინი დამსწრეებს შესაბამის პუბლიკაციებს სთავაზობენ, ვებგვერდიდან ვიდეორგოლებს უჩვენებენ და JW ბიბლიოთეკის გამოყენებას ასწავლიან.

იეჰოვას მოწმეები დიდ პატივად მიიჩნევენ, რომ სახანძროსა და პოლიციის თანამშრომლებს მსგავს სემინარებს უტარებენ. ვიმედოვნებთ, რომ ისინი კვლავაც ეზიარებიან ბიბლიურ სიბრძნეს (2 ტიმოთე 3:16).