არჩეულ მასალაზე გადასვლა

2018 წლის 5 ივნისი
გვატემალა

გვატემალაში ვულკანი ფუეგო ამოიფრქვა

გვატემალაში ვულკანი ფუეგო ამოიფრქვა

2018 წლის 3 ივნისს, კვირას გვატემალაში ვულკანი ფუეგო, „ცეცხლოვანი ვულკანი“ ამოიფრქვა; წარმოქმნილი ლავა ნიაღვარივით მოედინებოდა; კვამლის სიმაღლემ თითქმის 9 კმ-ს მიაღწია. სტიქიის ზონაში დაახლოებით 10 კრებაა. საბედნიეროდ, არცერთი იეჰოვას მოწმე არ დაშავებულა. თუმცა უსაფრთხოების მიზნით მოხდა რვა მათგანის ევაკუაცია. მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრებმა და-ძმებმა გაითვალისწინეს 2 კორინთელების 8:14, 15-ში ჩაწერილი რჩევა და დაზარალებული თანამორწმუნეები საკვებით მოამარაგეს, იზრუნეს მათ თავშესაფარსა და ტრანსპორტირებაზე.