არჩეულ მასალაზე გადასვლა

2019 წლის 19 ივლისი
დანია

ისტორიული მოვლენა — გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილები“ ისლანდიურ ენაზე

ისტორიული მოვლენა — გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილები“ ისლანდიურ ენაზე

2019 წლის 19 ივლისს დანიაში, ქალაქ კოპენჰაგენში გამართულ საერთაშორისო კონგრესზე, ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, ძმა სტივენ ლეტმა, აუდიტორიას დიდი სიხარულით ამცნო, რომ გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილები“ ისლანდიურ ენაზე.

პარასკევს დილით, კონგრესის თავმჯდომარემ ყველა მაუწყებელი, რომელიც ისლანდიურენოვან ტერიტორიაზე მსახურობდა, სპეციალურ შეხვედრაზე მიიწვია; აღნიშნული შეხვედრა შესვენების დროს სტადიონის პატარა დარბაზში გაიმართა. ძმა სტივენ ლეტმა ახალი ბიბლია წარუდგინა იქ დამსწრე 341 და-ძმას, რომლებიც უზომოდ მადლიერები დარჩნენ.

საუკუნეებია, რაც ბიბლია ისლანდიური კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან ნაწილად ითვლება. 1540 წელს ოდურ გოტსკალკსონმა გამოაქვეყნა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების“ პირველი თარგმანი ისლანდიურ ენაზე. 2010 წლიდან მოყოლებული ჩვენი ისლანდიელი და-ძმები იყენებდნენ „21-ე საუკუნის ბიბლიას“, რომელიც „ისლანდიის ბიბლიური საზოგადოების“ მიერ არის გამოცემული. აღფრთოვანებულ და-ძმებს ერთი სული აქვთ, როდის გამოიყენებენ ბიბლიის ახალ თარგმანს 300 000-ზე მეტ ადამიანთან ქადაგებისას, რომლებიც ისლანდიურად საუბრობენ.

«ისლანდიურ ენაზე „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების“ თარგმნას თითქმის ოთხი წელი დასჭირდა. ამ თარგმანს განსაკუთრებულს ყველაზე მეტად ის ხდის, რომ მასში ყველგანაა აღდგენილი იეჰოვას სახელი. ეს სრულ თანხმობაშია იესოს ლოცვასთან, რომელიც იოანეს 17:26-შია ჩაწერილი: „ვამცნე მათ შენი სახელი და კვლავაც ვამცნობ“».

ვემადლიერებით იეჰოვას, რომელიც გვეხმარება, შევასრულოთ ჩვენი დავალება და სასიხარულო ცნობა მთელ დედამიწაზე ვიქადაგოთ. ეს საქმე მეტწილად ჩვენი მთარგმნელობითი საქმიანობის წყალობით ხდება შესაძლებელი. გამუდმებით ვლოცულობთ, რომ მშობლიურ ენაზე ღვთის სიტყვის წაკითხვის შემდეგ უფრო მეტ ადამიანს გაუჩნდეს სურვილი, გაიგოს „ღვთის დიდებული საქმეების შესახებ“ (საქმეები 2:11).