22 ᲐᲒᲕᲘᲡᲢᲝ, 2023
დომინიკელთა რესპუბლიკა
დომინიკელთა რესპუბლიკაში ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნა
2023 წლის 14 აგვისტოს სანტო-დომინგოში მდებარე ფილიალში იეჰოვას მოწმეებმა ვიზიტორთა ცენტრი გახსნეს, სადაც მოეწყო გამოფენა, სათაურით, „რწმენით მავალნი“. ეს გამოფენა ასახავს დომინიკელთა რესპუბლიკაში მცხოვრები იეჰოვას მოწმეების ისტორიას, რომლებმაც დევნებისა და არაერთი სირთულის მიუხედავად, სიხარული შეინარჩუნეს.
ვიზიტორები შეიტყობენ, როგორ ჩაეყარა საფუძველი ქვეყანაში სამქადაგებლო საქმეს და როგორ ადგებოდათ ამ საქმეში და-ძმებს ბიბლიური ლიტერატურა და პატეფონები. გარდა ამისა, ისინი გაიგებენ, როგორ გამოიყენებოდა გაზეთები და რადიო, რომ ბიბლიური ჭეშმარიტება ფართო საზოგადოებისთვის გაეზიარებინათ. დამთვალიერებლები გაეცნობიან პირველი მისიონერების ისტორიასაც, რომლებმაც დომინიკელთა რესპუბლიკაში 1945 წელს დაიწყეს მსახურება.
განსაკუთრებული ყურადღება იმაზე მახვილდება, თუ როგორ ეწეოდა ორგანიზება სამქადაგებლო საქმეს აკრძალვების დროს. დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, და-ძმები გაბედულად აგრძელებდნენ პუბლიკაციების ბეჭდვას და გამოცემას. შედეგად, წლების მანძილზე იეჰოვას მოწმეთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა ამ ქვეყანაში. გამოფენის ბოლოს დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ეძლევათ, გაეცნონ, რა მეთოდებს იყენებენ და-ძმები თანამედროვე პერიოდში სასიხარულო ცნობის გასაცხადებლად.
ძმა ლეონელ პეგუერო, რომელიც დომინიკელთა რესპუბლიკის ფილიალში მსახურობს, აღნიშნავს: „გამოფენაზე ისტორიული არტეფაქტები, ფოტოები და ციფრული მასალაა წარმოდგენილი. თვალიერების დროს ისეთი გრძნობა გეუფლება, რომ თითქოს დროში მოგზაურობ და თავად ხედავ, როგორ დაიწყო ისტორია და დღემდე როგორ განვითარდა. ყველას გულთბილად ვიწვევთ ამ გამოფენაზე“.