არჩეულ მასალაზე გადასვლა

2019 წლის 13 მარტი
ეთიოპია

ეთიოპიაში მომხდარ ავიაკატასტროფას ერთი ჩვენი და ემსხვერპლა

ეთიოპიაში მომხდარ ავიაკატასტროფას ერთი ჩვენი და ემსხვერპლა

კვირას, 10 მარტს, ეთიოპიის ავიახაზების ავიალაინერი, ნომრით 302, რომელიც ეთიოპიის დედაქალაქ ადის-აბებას აეროპორტიდან აფრინდა, აფრენიდან მალევე ჩამოვარდა. დაიღუპა ბორტზე მყოფი 157-ვე მგზავრი.

სამწუხაროდ, ავიაკატასტროფას ემსხვერპლა ჩვენი და როზმარი მუმბიც. ის იყო 66 წლის და სრული დროით მსახურობდა „რომა მანზონი ინგლესეს“ კრებაში, რომში (იტალია).

ძალიან დაგვამწუხრა ამ ტრაგედიამ. ველით იმ დროს, როდესაც დაიწყება მკვდრეთით აღდგომა და სიცოცხლე დაუბრუნდება ღვთის ყველა ერთგულ მსახურს, მათ შორის, და როზმარის (გამოცხადება 20:13).