არჩეულ მასალაზე გადასვლა

ეკვადორის საკონსტიტუციო სასამართლო

2021 წლის 7 სექტემბერი
ეკვადორი

ეკვადორის საკონსტიტუციო სასამართლო იცავს იეჰოვას მოწმეების აღმსარებლობის თავისუფლებას

ეკვადორის საკონსტიტუციო სასამართლო იცავს იეჰოვას მოწმეების აღმსარებლობის თავისუფლებას

2021 წლის 24 აგვისტოს იეჰოვას მოწმეებმა ეკვადორში ისტორიული იურიდიული გამარჯვება მოიპოვეს. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ იმბაბურის პროვინციაში სან-ხუან-დე-ილუმანის აბორიგენულ დასახლებაში აღმსარებლობის თავისუფლება ირღვეოდა. სასამართლოს გადაწყვეტილება ხელს უწყობს მთელ ეკვადორში, განსაკუთრებით კი აბორიგენულ დასახლებებში, აღმსარებლობის თავისუფლების დაცვას. ეს გადაწყვეტილება ერთგვარი პრეცედენტია სხვა ქვეყნებისთვის.

2014 წელს ადგილობრივი ხელმძღვანელობა იეჰოვას მოწმეების კუთვნილ ტერიტორიაზე შეიჭრა, რომ დარბაზის მშენებლობისთვის ხელი შეეშალათ. ამის შემდეგ მათ ჩვენს და-ძმებს თაყვანისცემის მიზნით ერთად შეკრება და კარდაკარ ქადაგებაც აუკრძალეს. ძმებმა სასამართლოს მიმართეს. თუმცა ორმა ადგილობრივმა მოსამართლემ განაჩენი იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ გამოიტანა და განაცხადა, რომ არ დარღვეულა მათი კონსტიტუციური უფლებები.

ძმები ყველანაირად ეცადნენ, პრობლემა ქვედა ინსტანციის სასამართლოებში მოეგვარებინათ. თუმცა საბოლოოდ იძულებული გახდნენ, რომ უმაღლესი სასამართლო ინსტანციისთვის, კერძოდ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, მიემართათ. მათ დაადგინეს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა დაარღვიეს იეჰოვას მოწმეების აღმსარებლობის თავისუფლების კანონიერი უფლება. მათი გადაწყვეტილებით ადგილობრივი ხელმძღვანელობა და მოსამართლეები უნდა დასწრებოდნენ საგანმანათლებლო კურსს რელიგიური და კულტურული ტოლერანტობის თემაზე. გარდა ამისა, მათ მოსთხოვეს, რომ ხელი შეეწყოთ განსხვავებული მრწამსისა და კულტურის ადამიანთა მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის და განსაკუთრებული ყურადღება მიექციათ, რომ არ დარღვეულიყო იეჰოვას მოწმეების აღმსარებლობის თავისუფლება.

ფილიპ ბრამლი, იეჰოვას მოწმეების მრჩეველი იურიდიულ საკითხებში, ამბობს: „გვესმის, რომ არსებობს კანონები, რომლებიც აბორიგენების კულტურულ მემკვიდრეობას იცავს. თუმცა ეს კანონები ისე არ უნდა იქნეს გამოყენებული, რომ დაირღვეს სხვა მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებები“.

სან-ხუან-დე-ილუმანში მცხოვრები იეჰოვას მოწმეები მადლიერნი არიან, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ დაიცვა მათი უფლებები.

ჩვენც ძალიან გვახარებს, რომ დაცულია ჩვენი და-ძმების აღმსარებლობის თავისუფლება. აშკარაა, ასეთი იურიდიული გამარჯვებების მიღმა იეჰოვა დგას (იგავები 21:1).

იეჰოვას მოწმეთა დარბაზი სან-ხუან-დე-ილუმანში