2019 წლის 24 ივნისი
ეკვადორი
ეკვადორი, გუაიაკილი — 2019 წლის საერთაშორისო კონგრესი, სახელწოდებით „სიყვარული არასოდეს მთავრდება“
თარიღი: 14—16 ივნისი, 2019
ადგილი: „მონუმენტალ ბანკოს“ სტადიონი გუაიაკილში (ეკვადორი)
ენები, რომლებზეც პროგრამა ჩატარდა: ეკვადორული ჟესტური, ინგლისური და ესპანური
დამსწრეთა უმაღლესი რიცხვი: 53 055
მონათლულთა რაოდენობა: 702
სხვა ქვეყნებიდან ჩასული დელეგატების რიცხვი: 5 300
მიწვეული ფილიალები: არგენტინა, ბელგია, ბოლივია, ესპანეთი, კოლუმბია, კორეა, კუბა, მიანმა, მოლდოვა, პოლონეთი, შეერთებული შტატები, ცენტრალური ამერიკა
ადგილობრივი შემთხვევა: ხოსე ფრანცისკო სევალოსმა, „ბარსელონას სპორტული კლუბის“ (ამ კლუბის მფლობელობაში შედის აღნიშნული სტადიონი), პრეზიდენტმა ასეთი კომენტარი გააკეთა: „ჩვენ არასოდეს შეგვქმნია რაიმე პრობლემა თქვენს კონგრესებთან დაკავშირებით, ვგულისხმობ როგორც ამ კონგრესს, ისე წინა წლების კონგრესებს. ეს თქვენს კარგ ყოფა-ქცევასა და წესრიგზე მეტყველებს, რაც აშკარად ჩანს ყველა თქვენს კონგრესზე. ეს იოლი საქმე არაა, მაგრამ თქვენი კულტურის ნაწილია, რომ კარგი ორგანიზება გაუწიოთ და გულდასმით მოამზადოთ ღონისძიებები. თქვენ კარგი ხალხი ხართ, ძალიან განათლებული, დახვეწილი და წესრიგის მოყვარული. ყველა ქალაქსა და ქვეყანას ხაზგასმით ვურჩევთ, რომ უმასპინძლოს იეჰოვას მოწმეებს.“
სტუმრები სურათს იღებენ ეკვადორის ბეთელის ღია კარის დღეზე.
სტუმრებმა ადგილობრივ და-ძმებთან ერთად იმსახურეს.
მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული სტუმრები ერთად ასრულებენ სიმღერას კონგრესის პირველ დღეს.
მოინათლა 702 ადამიანი.
სტუმრები აკეთებენ თემების ჩანაწერებს.
დელეგატები სიყვარულის ჟესტს აკეთებენ კორეულ ჟესტურ ენაზე.
ხელმძღვანელი საბჭოს წევრი, ძმა კენეთ კუკი, ბოლო თემას წარმოთქვამს შაბათს.
კონგრესზე სტუმრად ჩამოსული სპეციალური სრული დროით მსახურები ემშვიდობებიან და-ძმებს კონგრესის ბოლო დღეს.
ადგილობრივი და-ძმები ასრულებენ ცეკვას სტუმრებისთვის საღამოს გასართობ ღონისძიებაზე.