2022 წლის 26 დეკემბერი
ეკვადორი
ეკვადორში სტენდები ათასობით ადამიანის ყურადღებას იქცევს
2022 წლის 29 ოქტომბერს გუაიაკილში (ეკვადორი) გაიმართა ლიბერტადორესის თასის, სამხრეთ ამერიკის საკლუბო საფეხბურთო ჩემპიონატის, ფინალი. იმ დღეებში დაახლოებით 1 500 იეჰოვას მოწმე იღებდა მონაწილეობას სამქადაგებლო საქმეში და სტენდების მეშვეობით ხალხს სასიხარულო ცნობას უზიარებდა.
ძმებმა მთელი ქალაქის მასშტაბით, 45 ტერიტორიაზე, 135 სტენდი დადგეს. ბევრმა და-ძმა თავიანთ განრიგში ცვლილება შეიტანა, რომ ამ სახის მსახურებაში მიეღო მონაწილეობა. ზოგიერთმა მათგანმა პორტუგალიურად რამდენიმე გამოთქმაც კი ისწავლა, რადგან ქალაქს ათასობით ადამიანი სტუმრობდა ბრაზილიიდან.
სტენდებით ქადაგება ნამდვილად შედეგიანი აღმოჩნდა. მაგალითად, მხოლოდ ერთ დღეში 796 პუბლიკაცია გავრცელდა. მთლიანობაში, და-ძმებმა 2 ნოემბრის ჩათვლით 10 დღე იქადაგებს სტენდებით და 5 139 პუბლიკაცია გაავრცელეს.
ძმა დეივიდ დელ-მონტე, რომელიც ამ საქმეს უწევდა ორგანიზებას, ამბობს: „სტენდებთან ბევრი ტურისტი სურათებს იღებდა. მათ ჩვენი და-ძმების გულთბილი გამომეტყველება და ღიმილი იზიდავდა. ზოგიც გვაქებდა იმის გამო, რომ კარგად ორგანიზებულები ვიყავით და კარგი ჩაცმულობით გამოვირჩეოდით, ზოგიც კი ამბობდა, რომ ჩვენი პუბლიკაციები ახლა ძალიან სჭირდებოდა“.
ერთმა ქალბატონმა, რომელიც სტენდთან მივიდა, ასეთი რამ თქვა: „შორიდანვე გიცანით. თქვენ თქვენი საქმეებით, სიტყვების გარეშე, ლაპარაკობთ. მართლაც გამორჩეულები ხართ“.
აშკარაა, კიდევ ერთხელ განდიდდა ჩვენი ღმერთი, იეჰოვა, რადგან მისი „სიბრძნე ... მოედნებზე იმაღლებს ხმას. ხალხმრავალი ქუჩების თავში გაიძახის“ (იგავები 1:20, 21).