2016 წლის 29 აპრილი
ეკვადორი
მიწისძვრა ეკვადორში
2016 წლის 16 აპრილს ეკვადორში წყნარი ოკეანის სანაპიროზე 7.8 ბალის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. დამანგრეველ მიწისძვრას, რომელსაც განმეორებითი ბიძგები მოჰყვა, 650-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მართალია, ეკვადორში მდებარე იეჰოვას მოწმეთა ფილიალი არ დაზიანებულა, თუმცა მოწმეების ათობით სახლი სტიქიამ მიწასთან გაასწორა. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია ერთი იეჰოვას მოწმე. მოწმეებმა სტიქიის ზონაში სატვირთო მანქანებით გაგზავნეს საკვები და სასმელი წყალი. იეჰოვას მოწმეთა ფილიალმა დაუყოვნებლივ ჩამოაყალიბა სტიქიით დაზარალებულთა დახმარების 2 კომიტეტი. მათ შექმნეს ორი დახმარების ცენტრი ქალაქ პედერნალესსა და მანტაში. გარდა ამისა, ფილიალის ოთხი წარმომადგენელი ჩავიდა სტიქიის ზონაში, რათა გაემხნევებინათ და ენუგეშებინათ და-ძმები.
საკონტაქტო პირები:
საერთაშორისო: დეივიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1 718 560 5000
ეკვადორი: მარკო ბრიტო, ტელ. +593 98 488 8580