2021 წლის 16 მარტი
ეკვატორული გვინეა
ეკვატორულ გვინეაში აფეთქებებს დიდი მსხვერპლი მოჰყვა
ადგილმდებარეობა
მანდონგ ენკვანტომეს დასახლება ქალაქ ბატაში, ეკვატორული გვინეა.
სტიქია
2021 წლის 7 მარტს ეკვატორული გვინეის უდიდეს ქალაქ ბატაში სამხედრო ბაზაზე მასშტაბურ აფეთქებებს დიდი მსხვერპლი მოჰყვა.
დაზარალებული და-ძმები
12-მა მაუწყებელმა მიიღო მსუბუქი დაზიანება.
42 მაუწყებელს საცხოვრებლის დროებით დატოვება მოუწია.
ერთი დის 9 წლის გოგონას მდგომარეობა კრიტიკულია.
ზოგ მაუწყებელს ნათესავები დაეღუპა.
დაზიანებული შენობები
და-ძმების 23 სახლი მცირედ დაზიანდა.
და-ძმების 6 სახლს სერიოზული ზიანი მიადგა.
და-ძმების 6 სახლი მთლიანად დაინგრა.
დაზარალებულთა დახმარება
დაზარალებული და-ძმების დასახმარებლად ჩამოყალიბდა დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი. აღნიშნული კომიტეტი სარაიონო ზედამხედველებთან და ადგილობრივი კრების უხუცესებთან ერთად ცდილობს დაადგინს, რა ზარალი მიადგა და-ძმებს, რათა მათ საჭირო დახმარება გაეწიოთ.
ამასთანავე, სარაიონო ზედამხედველები ადგილობრივი კრების უხუცესებთან ერთად ღვთის სიტყვიდან ანუგეშებენ და-ძმებს.
დაზარალებულთა დახმარება ხორციელდება კოვიდ-19-თან დაკავშირებული უსაფრთხოების ნორმების დაცვით.
ვლოცულობთ დაზარალებული და-ძმებისთვის, რათა იეჰოვა კვლავაც მათი თავშესაფარი იყოს (ფსალმუნი 46:1).