განსაკუთრებული თარიღები ერიტრეაში
ᲐᲞᲠᲘᲚᲘ, 2014 — რელიგიურ შეხვედრებზე დასწრების გამო სამართალდამცავებმა დააპატიმრეს 120-ზე მეტი იეჰოვას მოწმე (კაცები, ქალები და ბავშვები). მოგვიანებით უმეტესობა მათგანი გაათავისუფლეს.
8 ᲘᲕᲚᲘᲡᲘ, 2008 — სამართალდამცავებმა დაიწყეს მოწმეების სახლებისა და სამუშაო ადგილების ჩხრეკა. დააპატიმრეს 24 იეჰოვას მოწმე.
ᲛᲐᲘᲡᲘ, 2002 — მთავრობამ ყველა ის რელიგიური გაერთიანება აკრძალა, რომლებიც არ მიეკუთვნებოდნენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ ოთხ რელიგიურ მიმდინარეობას.
25 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ, 1994 — ერიტრეის პრეზიდენტის ბრძანებით იეჰოვას მოწმეებს ჩამოართვეს ქვეყნის მოქალაქეობა, რის გამოც მათ დაკარგეს თავიანთი ძირითადი უფლებები.
17 ᲡᲔᲥᲢᲔᲛᲑᲔᲠᲘ, 1994 — სამართალდამცავებმა პაულუს ეიასუ, ისააკ მოგოსი და ნეგედე ტეკლემარიამი ყოველგვარი ბრალდების წაყენების გარეშე დააპატიმრეს.
1994 — ერიტრეის ძალოვანი უწყებები იეჰოვას მოწმეების დაკავებას და დაპატიმრებას იწყებენ.
27 ᲐᲞᲠᲘᲚᲘ, 1993 — ერიტრეამ ეთიოპიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
1954 — ჩამოყალიბდა იეჰოვას მოწმეთა პატარა ჯგუფი.