არჩეულ მასალაზე გადასვლა

2017 წლის 30 იანვარი
ერიტრეა

უსამართლობის მორიგი მსხვერპლი ერიტრეაში

უსამართლობის მორიგი მსხვერპლი ერიტრეაში

2016 წლის 30 ნოემბერს ერიტრეაში, ქალაქ ასმერაში, მრავალწლიანი პატიმრობის შემდეგ კიდევ ერთი იეჰოვას მოწმე ცეჰაიე ტესფამარიამი გარდაიცვალა. ციხეში მას ჯანმრთელობა სერიოზულად შეერყა, რადგან იქ საჭირო სამედიცინო დახმარებას არავინ უწევდა. ბოლოს მისი მდგომარეობა იმდენად გაუარესდა, რომ 2015 წლის 10 სექტემბერს ციხიდან გაათავისუფლეს. ცეჰაიე 1941 წელს დაიბადა ერიტრეაში, ქალაქ ნეფასიტში. მისი მეუღლე ჰაგოსა კებრიბი, რომელზეც 1973 წელს იქორწინა, მის გარდაცვალებამდე დაიღუპა. მათ ოთხი გოგონა და სამი ვაჟი ჰყავდათ. ცეჰაიე ტესფამარიამი 1958 წელს გახდა იეჰოვას მოწმე.

ტესფამარიამი 2009 წლის იანვარში გაურკვეველი მიზეზით დააკავეს და მიტერის ციხეში ჩასვეს. 2011 წლის 5 ოქტომბერს ის და კიდევ 24 იეჰოვას მოწმე მამაკაცი მიტერის ციხიდან მიწაში ნახევრად ჩაფლულ რკინის კონტეინერში გადაიყვანეს, სადაც გაუსაძლის პირობებში 2012 წლის აგვისტომდე იმყოფებოდნენ. აუტანელი სიცხის, არასრულფასოვანი კვებისა და უწყლოობის გამო რამდენიმე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა.

ასეთ არაადამიანურ მოპყრობას რამდენიმე იეჰოვას მოწმის სიცოცხლე შეეწირა. მისგინა გებრეტინსაე და იოჰანეს ჰეილი მიტერის ციხეში დაიხოცნენ; კაჰსაი მეკონენი და გოიტიმ გებრეკრისტოსი ციხიდან გათავისუფლების შემდეგ გარდაიცვალნენ. სამწუხაროდ, ცეჰაიე ტესფამარიამიც ამ უსამართლობის მორიგი მსხვერპლი აღმოჩნდა.