2020 წლის 4 დეკემბერი
ერიტრეა
28 იეჰოვას მოწმეს ათავისუფლებენ ციხიდან ერიტრეაში
2020 წლის 4 დეკემბერს ერიტრეაში ციხიდან გაათავისუფლეს 26 ძმა და 2 და, რომლებიც რწმენის გამო იყვნენ დაპატიმრებულნი. მათ ციხეში 5-დან 26 წლამდე გაატარეს. ამ ხნის მანძილზე არცერთი მათგანი არ წასულა დათმობაზე; ყველამ იეჰოვა ღმერთისადმი ერთგულება შეინარჩუნა. მსოფლიო საძმოს დიდად გვახარებს მოვლენების ამგვარი განვითარება. ამავდროულად, კვლავაც ვფიქრობთ და ვლოცულობთ იმ 24 და-ძმაზე, რომლებიც პატიმრობაში რჩებიან ერიტრეაში (საქმეები 12:5).