2019 წლის 6 ნოემბერი
ესპანეთი
აღმოსავლეთ ესპანეთში ძლიერი წყალდიდობა ფატალურ შედეგებს იწვევს
აღმოსავლეთ ესპანეთში ძლიერი წყალდიდობა ფატალურ შედეგებს იწვევს
2019 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში ძლიერ წვიმებსა და ქარიშხალს გამანადგურებელი შედეგები მოჰყვა აღმოსავლეთ ესპანეთში. სტიქია ყველაზე მეტად 23 ოქტომბერს გაძლიერდა ტარაგონას პროვინციაში, როცა მდინარე ფრანკოლი კალაპოტიდან გადმოვიდა და ვრცელი ტერიტორია დატბორა. სამწუხაროდ, წყალდიდობას ხუთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მათგან ორი ჩვენი ძმა იყო. ისინი კრების შეხვედრიდან სახლში ბრუნდებოდნენ, როდესაც ხიდზე მოულოდნელად მოვარდნილმა წყლის ნაკადმა მათი მანქანა წაიღო.
უხუცესები ანუგეშებენ ადგილობრივი კრების წევრებს, რომლებიც გლოვობენ ამ ტრაგედიის გამო. ესპანეთის ფილიალის კომიტეტის ერთ-ერთი წევრიც ეწვია აღნიშნულ კრებას და გაამხნევა ისინი.
ვლოცულობთ, რომ იეჰოვამ არ მოაკლოს ნუგეშისცემა ჩვენს და-ძმებს ამ ძნელბედობის ჟამს (2 კორინთელები 1:3, 4).