არჩეულ მასალაზე გადასვლა

2022 წლის 14 აპრილი
ესპანეთი

გამოიცა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ კატალანურ ენაზე

გამოიცა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ კატალანურ ენაზე

ამა წლის 2 აპრილს ესპანეთის ფილიალის კომიტეტის წევრმა, ძმა ალბერტო როვირამ, განცხადება გააკეთა, რომ კატალანურ ენაზე გამოიცა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ ელექტრონული ვერსია. სპეციალური პროგრამა JW Stream-ის მეშვეობით გადაიცემოდა ანდორასა და ესპანეთის რამდენიმე რეგიონში, მათ შორის, ბალეარის კუნძულებზე, კატალონიასა და ვალენსიაში. მას 3 000-ზე მეტმა ადამიანმა მოუსმინა. ბეჭდური ვერსია მომდევნო თვეებში გახდება ხელმისაწვდომი.

კატალანურ ენაზე ბიბლიის თარგმანები ჯერ კიდევ მეცამეტე საუკუნეში გახდა ხელმისაწვდომი. ამ ენაზე შესრულებული ერთ-ერთი გამორჩეული თარგმანი 1282—1325 წლებში გამოიცა. მასში ბიბლიის 18 წიგნის პერიფრაზი გარითმული სახით იყო მოცემული, რაც მკითხველს ტექსტის დამახსოვრებას უადვილებდა.

თავიანთ დარბაზში და-ძმები JW Stream-ის მეშვეობით უსმენენ პროგრამას.

კატალანურ ენაზე ნათარგმნ ბიბლიებში მოძველებული ენაა გამოყენებული, რაც რთულად გასაგებია, ზოგიერთ თარგმანში კი იეჰოვას სახელია ამოღებული ან აზრია არასწორად გადმოცემული.

ძმა ალბერტო როვირამ თავის მოხსენებაში აღნიშნა: „დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიბლიის ეს თარგმანი მთელი სიზუსტით გადმოსცემს ღვთის აზრებს ჩვენს მშობლიურ ენაზე“.

გვახარებს, რომ კატალანურ ენაზე მოსაუბრე ხალხი სრულად შეიგრძნობს ღვთის სიტყვის ძალას (ებრაელები 4:12).