არჩეულ მასალაზე გადასვლა

კორტესის შენობა, სადაც კონგრესის დეპუტატები იკრიბებიან (მადრიდი, ესპანეთი).

24 ᲛᲐᲘᲡᲘ, 2023
ესპანეთი

ესპანეთის საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილება იეჰოვას მოწმეებზეც ვრცელდება

ესპანეთის საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილება იეჰოვას მოწმეებზეც ვრცელდება

2023 წლის 26 აპრილს ესპანეთის ხელისუფლებამ საგადასახადო კოდექსში ცვლილება შეიტანა, რამაც ქვეყანაში მცხოვრებ იეჰოვას მოწმეებზეც გარკვეული გავლენა იქონია.

ამ გადაწყვეტილების საფუძველზე ჩვენს ორგანიზაციას ესპანეთში არსებულ თეოკრატიულ შენობებზე აღარ დაეკისრება ქონების გადასახადი. გარდა ამისა, მათ, ვინც შესაწირავს გაიღებს, აღარ მოუწევთ დამატებითი გადასახადის გადახდა. ეს ცვლილება ადასტურებს, რომ ესპანეთი აღიარებს იეჰოვას მოწმეთა რელიგიას და ეთანხმება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დადგენილებას.

იეჰოვას მოწმეთა წარმომადგენელი ჯოან კომასი (მარცხნივ) და მინისტრი ფელიქს ბოლანიოსი (მარჯვნივ)

ესპანეთში იეჰოვას მოწმეთა რელიგია ოფიციალურად 2006 წლის ივნისში დარეგისტრირდა, თუმცა სხვა რელიგიებისგან განსხვავებით ჩვენზე არ ვრცელდებოდა საგადასახადო შეღავათები. ამის გამო ძმებმა არაერთხელ მიმართეს ხელისუფლებას თხოვნით, რომ მათაც ესარგებლათ ამ უფლებებით. 2023 წლის 24 აპრილს იეჰოვას მოწმეთა წარმომადგენლები ხელისუფლებამ მოულოდნელად შეხვედრაზე მიიწვია. ძმებმა იქ შეიტყვეს, რომ საგადასახადო კოდექსში ცვლილება იგეგმებოდა და ის იეჰოვას მოწმეებზეც გავრცელდებოდა. ორი დღის შემდეგ, 26 აპრილს, კონგრესის დეპუტატებმა ოფიციალურად დაამტკიცეს ახალი კანონი, რომელიც ძალაში ამავე წლის ივნისში შევა.

გვახარებს, რომ ამ გადაწყვეტილებით მეტად მოხდა იეჰოვას მოწმეთა რელიგიის თავისუფლების დაცვა (ფილიპელები 1:7).