2022 წლის 19 სექტემბერი
ესპანეთი
სარემონტო სამუშაოები ესპანეთის ფილიალში
სულ ახლახან დასრულდა ესპანეთის ფილიალის ერთ-ერთი მთავარი საოფისე შენობის სარემონტო სამუშაოები. ეს შენობა, ძირითადად, მთარგმნელობითი საქმიანობისთვის გამოიყენება. მთლიანი სარემონტო სამუშაოების დასრულება 2025 წლისთვის იგეგმება.
ამ ახალგარემონტებულ შენობაში განთავსებულია ბიბლიოთეკაც, სადაც 4 000-მდე წიგნი ეტევა. ბიბლიოთეკაში მთარგმნელებისთვის ისეთი წიგნები განთავსდება, რომლებიც ელექტრონულად არაა ხელმისაწვდომი.
ფილიალის კომიტეტის წევრი, ძმა ჯონ ბურსნალი, აღნიშნავს: „ბოლო 25 წლის მანძილზე ბევრი რამ შეიცვალა ფილიალის საქმიანობაში. თავიდან ჩვენს ფილიალში, ძირითადად, ლიტერატურა იბეჭდებოდა და ინახებოდა, თუმცა ახლა აქ უმთავრესად მთარგმნელობითი საქმე სრულდება სხვადასხვა ენაზე, მათ შორის ესპანურზე და ესპანურ ჟესტურ ენაზე. გარდა ამისა, მრავალი ევროპული ენისთვის ბრაილის შრიფტზე ვამზადებთ პუბლიკაციებს. ამიტომ უფრო მეტი საოფისე სივრცე გვჭირდებოდა. ეს სარემონტო სამუშაოები, უდავოდ, დაგვეხმარება, გავაუმჯობესოთ ჩვენი საქმიანობა და მხარი დავუჭიროთ მსოფლიო საძმოს“.
სარემონტო სამუშაოები უკვე დაწყებულია ოთხ საცხოვრებელ შენობაში. ამ საქმეში 200-მდე მოხალისეა ჩართული. მოხალისეების დასაბინავებლად ფილიალის ტერიტორიაზე დროებით 70 პანელის სახლი აეწყობა.
ესპანეთში ზრდა კვლავაც გრძელდება. ახლა ქვეყანაში 120 530 მაუწყებელი მსახურობს, მათგან 23 565 პიონერია. გასულ წელს რვაჯერ დაფიქსირდა პიონერთა უმაღლესი რიცხვი.
გვჯერა, იეჰოვა კვლავაც დაუჭერს მხარს ამ პროექტს, რაც მისი სახელის განდიდებას მოემსახურება (ფსალმუნი 61:8).