10 ᲘᲕᲚᲘᲡᲘ, 2023
ზამბია
გამოიცა „მათეს სახარება“ ზამბიურ ჟესტურ ენაზე
2023 წლის 1 ივლისს ქალაქ ლუსაკაში (ზამბია) მდებარე საკონგრესო დარბაზში ჩატარებულ სპეციალურ პროგრამაზე ზამბიის ფილიალის კომიტეტის წევრმა, ძმა იან ჯეფერსონმა, გამოაცხადა, რომ გამოიცა „მათეს სახარება“ ზამბიურ ჟესტურ ენაზე. შეხვედრას მთლიანობაში 922 ადამიანი დაესწრო. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ამ ენაზე ბიბლიის წიგნი გამოიცა. ახალი გამოცემა ხელმისაწვდომია ვებგვერდზე jw.org და აპლიკაციაში „JW ბიბლიოთეკა ჟესტურ ენაზე“.
2008 წლის მარტში პირველი ზამბიურ ჟესტურენოვანი კრება ჩამოყალიბდა, ხოლო 2012 წელს — მთარგმნელობითი ჯგუფი ლუსაკაში. დღეს მთლიანობაში 16 კრება და 11 ჯგუფია, სადაც 500-მდე მაუწყებელი მსახურობს.
მოხსენებაში ძმა იანმა მაგალითისთვის მათეს 18:22 მოიყვანა და ახსნა, თუ რატომ არის ეს თარგმანი მარტივად გასაგები. მან აღნიშნა, რომ ინგლისურ თარგმანში ეს მუხლი 18 სიტყვისგან შედგება, ხოლო ამ თარგმანში აზრი სულ რაღაც ორი ჟესტით არის სრულად გადმოცემული. ზამბიურ ჟესტურ ენაზე პირდაპირი თარგმანი რომ შესრულებულიყო, ის ძალიან რთული გასაგები იქნებოდა. მან თქვა: „ასეთი ლაკონიური და მარტივი თარგმანი გააადვილებს ღვთის სიტყვის გაგებას და მეტად დამხმარე იქნება“.
ზამბიურ ჟესტურ ენაზე „მათეს სახარების“ გამოცემა კიდევ ერთი დასტურია, რომ იეჰოვას „ხსნა მოაქვს ყველანაირი ადამიანისთვის“ (ტიტე 2:11).