არჩეულ მასალაზე გადასვლა

2021 წლის 12 აპრილი
ზამბია

„ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გამოცემა მამბვე-ლუნგუ ენაზე

„ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გამოცემა მამბვე-ლუნგუ ენაზე

2021 წლის 3 აპრილს გამოცხადდა, რომ გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ ელექტრონული ვერსია მამბვე-ლუნგუ ენაზე. ამის შესახებ განცხადება ძმა ალბერტ მუსონდამ, ზამბიის ფილიალის კომიტეტის წევრმა, გააკეთა წინასწარ ჩაწერილი პროგრამის მეშვეობით. პროგრამა ტრანსლაციით გადაიცემოდა ზამბიასა და ტანზანიაში. მამბვე-ლუნგუ ენაზე ზამბიაში 2 531 მაუწყებელი საუბრობს, ხოლო ტანზანიაში — 325, სადაც მას ფიპა ენასაც უწოდებენ.

ბიბლიის ამ თარგმანზე სამკაციანი ჯგუფი მუშაობდა 21 თვის განმავლობაში. ერთ-ერთი მთარგმნელი აღნიშნავს, რომ ზოგიერთისთვის სირთულეს წარმოადგენდა მამბვე-ლუნგუ ენაზე მანამდე არსებული ბიბლიის წაკითხვა, რადგან მასში მოძველებული სიტყვები იყო გამოყენებული. კიდევ ერთმა მთარგმნელმა ახალ თარგმანთან დაკავშირებით თქვა: „ამ თარგმანში კი ის ენაა გამოყენებული, რომელზეც ხალხი ყოველდღიურად საუბრობს“.

ეჭვი არ გვეპარება, რომ ღვთის ეს შესანიშნავი საჩუქარი მამბვე-ლუნგუ ენაზე მოლაპარაკე მკითხველისთვის სასიამოვნოს გახდის ღვთის სიტყვის კითხვის პროცესს (ფსალმუნი 1:2).